Digest Logo

🎥 „ჩემი მეუღლე ჩემ ვარცხნილობას და ჩაცმის სტილს ყოველთვის აკრიტიკებდა“ - ზაზა ხუციშვილის სიყვარულის ისტორია

1732128691
ზაზა ხუციშვილი

მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მისი ფეს­ვე­ბი თე­ლა­ვი­დან მო­დის. დღემ­დე ამა­ყობს თა­ვი­სი ოჯა­ხით, მშობ­ლე­ბით. ამ­ბობს, რომ ბევ­რი რამ სწო­რედ მათ­გან ის­წავ­ლა. ბევ­რმა ალ­ბათ არ იცის, რომ „ვა­კის პარ­კის“ სო­ლის­ტი ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი მუ­სი­კით 20 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და. სწო­რედ ამ ასაკ­ში დე­დის შუ­ა­მავ­ლო­ბით მა­მას საკ­მა­ოდ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ოთხი­ა­თას­მა­ნე­თი­ა­ნი გი­ტა­რა აყიდ­ვი­ნა.

ზაზა საკ­მა­ოდ გვი­ან, 39 წლის ასაკ­ში და­ო­ჯახ­და. მის მეუღლესა და პირად ურთიერთობაზე მუსიკოსმა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ ისაუბრა.

„გამომიარა მეგობარმა, დაღლილი ვარ და მითხრა დაჯექი საჭესთანო. 

სილამაზის სალონიდან გამოვიდა ხათუნა, აჩერებდა მანქანას და თქვა ვიცნობო, წავიყვანოთო. რომ შევხედე საოცრად მომეწონა. მიდიოდა გამოფენაზე.

გზაში შეგვხვდა მეგობარი, მოვიკითხეთ, მკითხა როგორ ხარო და აი, ცოლი მოვიყვანე - მეთქი და ვალერი საშინლად გაბრაზდა, არ უნდოდა ხათუნა უხერხულში ჩავარდნილიყო“, - იხსენებს ზაზა ხუციშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოხვდა ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში - „როცა მსახიობების ჩამონათვალი ვნახე თვალებს არ ვუჯერებდი”

🎥 საიდან მოდის ხალხური გამონათქვამი - ნინიას ბაღი კი არ არის

რა ფარულ ძალას ფლობთ დაბადების ზოდიაქოს მიხედვით