Digest Logo

„ჩემი მოთხოვნაა უვადო პატიმრობა..ბოლოს ლუკას ტელეფონი არ ჰქონდა, „ფეისბუკიც“ თეკლას ხელში იყო, აკონტროლებდა მიმოწერას“ - ინტერვიუ მოკლული ბიჭის დედასთან

1756112640
 მოკლული ბიჭი

22 აგვისტოს თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეში, 25 წლის თეკლა გერსამია დააკავეს, რომელმაც მეუღლეს, 22 წლის ლუკა გერსამიას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობის მოტივი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ახლობლები აღნიშნავენ, რომ წყვილი კარგად ურთიერთობდა და არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდათ. მომხდარი ტრაგედია საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა.

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებული 24 წლის თეკლა გერსამიას დეიდამ მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული ვერსია გააჟღერა. მისი თქმით, ბიჭმა ჭრილობები თვითონ მიიყენა. 

„თვი­თონ მი­ი­ყე­ნა მაგ ბიჭ­მა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­დარ­ბა­ზო­ში ერთ-ერთი ჩხუ­ბის და მუ­ქა­რის დროს. სა­დარ­ბა­ზო­ში იყო და თვი­თონ ჩა­ირ­ტყა ეს დანა და თეკ­ლამ გა­მო­აძ­რო ეს დანა. მერე თეკ­ლა გა­ვარ­და, მიჰ­ყავ­და მხარ­ზე აკი­დე­ბუ­ლი, რომ სას­წრა­ფომ­დე ჩა­ეყ­ვა­ნა, მაგ­რამ ვე­ღარ ჩა­იყ­ვა­ნა კი­ბე­ებ­ზე, იმი­ტომ, რომ გა­ი­თი­შა. გა­ვარ­და გა­რეთ, სას­წრა­ფო მო­იყ­ვა­ნა და კლი­ნი­კა­შიც კი გაჰ­ყვა. გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და", - ამ­ბობს და­კა­ვე­ბუ­ლის დედა.

აღ­ნიშ­ნულ ვერ­სი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ლუკა და­რა­სე­ლი­ას ოჯა­ხი. AMBEBI.GE-მ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დე­დას­თან ინგა ესარ­თი­ას­თან:

- ქალ­ბა­ტო­ნო ინგა, თეკ­ლას დე­დის ინ­ტერ­ვიუ თუ მო­ის­მი­ნეთ...

- ნეტა არ მო­მეს­მი­ნა, ნუთუ ღმერ­თის არ ეში­ნია. მკვდა­რია ჩემი შვი­ლი და კი­დევ ამ­ხე­ლა ტყუ­ილს რომ აბ­რა­ლე­ბენ.

- ლუ­კამ რო­დის გა­გაც­ნოთ თეკ­ლა?

- მე პო­ლო­ნეთ­ში ვი­ყა­ვი ლუ­კამ, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და ტე­ლე­ფო­ნით გა­მაც­ნო. მა­შინ მი­თხრა, მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. ამ გო­გო­მაც მი­თხრა, მე და ლუკა მე­გობ­რე­ბი ვარ­თო. თეკ­ლამ მი­თხრა, ლუკა რომ გა­ვი­ცა­ნი, ჩემ­თან სახ­ლში ვქე­ი­ფობ­დით და წა­ვიყ­ვა­ნეო. არ ვიცი, რა გა­უ­კე­თა იქ ჩემს შვილს, ბო­ლოს არა­ვინ უნ­დო­და. ერთი და ჰყავს და იმას­თან, რომ და­ე­რე­კა უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

- ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ?

- დიახ, თეკ­ლას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩემს შვილს ხელი უთხო­ვია. ვი­დე­ო­დან გა­ვი­გე. თეკ­ლას და­უ­წე­რია, რაც მინ­დო­და ის შე­ვას­რუ­ლეო. ლუ­კას გა­რე­შე არ შე­ეძ­ლო, ყველ­გან დაჰ­ყვე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იყ­ვნენ ერ­თად.

- ის პე­რი­ო­დი ერ­თად რომ ცხოვ­რობ­დნენ, თუ ესა­უბ­რე­ბო­დით ლუ­კას, რას გიყ­ვე­ბო­დათ?

- კი, სულ ვკი­თხუ­ლობ­დით ლუ­კას, ყო­ველ­დღე ვწერ­დი, მეც, დე­და­ჩე­მიც. ბოლო პე­რი­ოდ­ში ტე­ლე­ფო­ნი არ ჰქონ­და. ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დიც თეკ­ლას ჰქონ­და, ვინ­მე რომ მოს­წერ­და უშ­ლი­და, არა­ვის მი­მო­წე­რას არ აჩ­ვე­ნებ­და. ლუ­კას ვკი­თხე რა­ტომ არ ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, ცოტა ხანი არ მინ­და და თუ რამე მოხ­და, თეკ­ლას და­უ­კავ­შირ­დი­თო. თეკ­ლას რა­ტომ უნდა და­ვუ­კავ­შირ­დე, შენ რა­ტომ არ გინ­და ტე­ლე­ფო­ნი-მეთ­ქი. ბოლო დროს ფე­ის­ბუ­ქის პრო­ფი­ლი გა­უ­უქ­მა. თეკ­ლას რომ მივ­წე­რე, თვი­თონ და­მი­დას­ტუ­რა. რა­ტომ გა­ა­უქ­მე, ოჯა­ხის წევ­რებს რომ არ მის­წე­როს-მეთ­ქი. შენ ინ­სტაგ­რა­მი გაქვს, ტიკ-ტოკი, ტე­ლე­ფო­ნი, ჩემს შვილს არა­ფე­რი არ უნდა-მეთ­ქი, არა­ვინ არ უნდა მო­ი­კი­თხო-თქო. ცოტა ხანი დას­ვე­ნე­ბა გვინ­დაო, რა­ღაც საქ­მე­ე­ბი უნდა მო­ვაგ­ვა­როო. აქე­დან წას­ვლა უნ­დო­დათ. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ წახ­ვი­დეთ-მეთ­ქი. ერთ დღეს თეკ­ლამ მი­თხრა რომ ბი­ნას ყიდ­და, გავ­გიჟ­დი, ხალ­ხმა ბინა რომ იყი­დოს იმას წვა­ლობს-თქო. ჩემს საქ­მეს ახლა ასე სჭირ­დე­ბაო. მა­ტყუ­ებ­და თით­ქოს ლუ­კას ჯა­რი­მა და­უ­წე­რეს და 4 ათა­სი ლარი გი­რაო იყო გა­და­სახ­დე­ლი.

- იყო ვერ­სი­აც რომ ლუ­კას მა­ნამ­დეც ჰქონ­და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, თეკ­ლას დე­დას თქმით, მან თა­ვად მი­ი­ყე­ნა და­ზი­ა­ნე­ბა.

- არა, ტყუ­ი­ლია, თეკ­ლა ურე­კავ­და ლუ­კას მა­მას ფული გვჭირ­დე­ბაო, ად­ვო­კატ­თან ერ­თად და პრო­ბა­ცი­ა­ზეა ლუკა, ფული გვჭირ­დე­ბაო. ად­ვო­კა­ტის ფული მა­მა­მის­მა გა­უგ­ზავ­ნა. მე სუ­ლე­ლი არ ვარ, გა­ვარ­კვიე და აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს შვილს არც გი­რაო სჭირ­დე­ბო­და და სა­სა­მარ­თლოც არ ჰქო­ნია. შემ­დეგ გა­დათ­ქვა, გი­რაო კი არა ჯა­რი­მა იყოო.

- თეკ­ლას შვი­ლიც მათ­თან ცხოვ­რობ­და?

- კი, სამი წლის არის მგო­ნი. ერთხელ თეკ­ლამ ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა ლუკა რომ აც­მევ­და. ერთხელ დი­ლით და­მი­რე­კა, ნახე, ლუკა უკე­თებს ბავ­შვს ფა­ფას, მე ცუ­დად ვარ, არ შე­მიძ­ლი­აო.

- თეკ­ლას დე­დას თუ იც­ნობ­დით პი­რა­დად?

- არა, არ ვიც­ნობ­დი, ორი­ვეს ვუ­თხა­რი, რომ გა­ეც­ნოთ, მაგ­რამ მოვა დრო და გა­იც­ნო­ბო. არა­ვის ვიც­ნობ­დი თეკ­ლას მხრი­დან, არა­და სულ ვთხოვ­დი. ბოლო სამი თვე თეკ­ლა ში­ლა­კის სას­წავ­ლად და­დი­ო­და და მის შვილს ჩემი ლუკა უვ­ლი­და.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ჩხუ­ბობ­დნენ ხოლ­მე?

- არა, რომ და­მი­რე­კავ­დნენ, ჩემი შვი­ლი ხე­ლებს უკოც­ნი­და ხოლ­მე. თეკ­ლა ეუბ­ნე­ბო­და, დე­და­შე­ნის არ გრცხვე­ნი­აო. რა არის სა­მარ­ცხვი­ნოო. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ თურ­მე ისე ჰყავ­და ლუ­კას, არ ვიცი ქმა­რი რომ ცოლს ასე მო­ექ­ცეს, უნდა და­იმ­სა­ხუ­როო. ლუკა, იმის იქით ვე­რა­ვის ხე­დავ­და.

- რა მოხ­და იმ დღეს რე­ა­ლუ­რად რა­ტომ შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­მე­ტე­ბი­ნა ასე?

- არ ვიცი, ვერ ვხვდე­ბი, ასე უცებ რა მოხ­და. ფაქ­ტია, იჩხუ­ბეს, მაგ­რამ რის გამო. ხელი მო­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, ჩემ­მა შვილ­მა ბე­ჭე­დი მის­ცა, წას­ვლას აპი­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან. რა მოხ­და ასე­თი სა­სიკ­ვდი­ლოდ რომ გა­ი­მე­ტა, შე­იძ­ლე­ბა ლუკა რა­მეს მიხ­ვდა და წა­მოს­ვლა უნ­დო­და... რამ­დენ­ჯერ მი­თხრა, ლუ­კას ვინც შე­ე­ხე­ბა, არც დავ­ფიქ­რდე­ბი, ჩემი ხე­ლით გა­მოვ­ჭრიო ყელს. რაზე იჩხუ­ბეს ვერ ვხვდე­ბი, ლუ­კა­სა და მის გარ­და არა­ვინ იცის. რა უნ­დო­და ხომ ჰყავ­და თა­ვის­თან, რა­ტომ მო­მიკ­ლა ჩემი ან­გე­ლო­ზი, უნაკ­ლო შვი­ლი.

ჩემი შვი­ლი თავს არ მო­იკ­ლავ­და, ისე­თი გული ჰქონ­და. დე­და­მისს რცხვე­ნო­დეს, უფ­ლის ეში­ნო­დეს, კი­დევ თა­ვის შვილს რომ ამარ­თლებს. ჩემს შვილს დანა რომ და­არ­ტყა რა­ტომ გა­იქ­ცა, რა­ტომ და­ი­მა­ლა. რა­ტომ არ და­უ­ძა­ხა სას­წრა­ფოს მა­შინ­ვე, იქ­ნებ გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. ან ად­ვო­კა­ტი რას ამ­ბობს, უფ­ლის არ ეში­ნია? ქა­თა­მი ხომ არ მო­უკ­ლავს, შვი­ლი მო­მიკ­ლა.

ჩემი მო­თხოვ­ნაა, უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა. ჩემი შვი­ლის გა­ყი­ნულ სხე­ულს ვუ­ყუ­რებ ახლა. ციხე იმის­თვის კომ­ფორ­ტია, შე­ჭამს, და­ლევს, ჩემი შვი­ლი აღარ... არ­ცერთ დე­დას არ ვუ­სურ­ვებ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას. თა­ვის­მა სი­კე­თემ და­ღუ­პა ლუკა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული დღეები: როდის სჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ?

🎥 „ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფ ადამიანებთან...“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„ორი ბრწყინვალე ადამიანი“ - ზაზა ფაჩულიას და თიკა ალავიძის კადრები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა

წყარო: www.ambebi.ge