Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება - ცნობილია, რა დაზიანება მიიღო მან „ნიუკასლთან“ მატჩში

1769695364
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ნიუკასლის“ წინააღმდეგ კოჭის ტრავმა მიიღო. ის მოედნიდან ექიმების დახმარებით გავიდა.

Geo Team-ის ინფორმაციით, ტრავმა ისეთი სერიოზული არ არის, როგორც თავიდან ვარაუდობდნენ და ხვიჩა მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.

„ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებამ კარგი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს. არანაირი მოტეხილობა, დაზიანებულია კოჭის იოგი“, – წერს Geo Team-ი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა „ნიუკასლთან“ მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ილია თოფურია სასახლეს, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა 3-მილიონ ევროდ ყიდის

⭕„მოერიდეთ კრიტიკას, განსჯასა და ჭორებს“ - 29 იანვრის ტენდენციები თაკო მელიქიშვილისგან

⭕დიდხნიანი მოგზაურობის შემდეგ შორენა ბეგაშვილი თბილისში დაბრუნდა - „დახვეწილი და გემოვნებიანი“