TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 39 წლის გახდებოდა. მას, 5 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
„39 წლის გახდებოდა... ან იქნებ გახდა კიდევაც იქ, სადაც არის“ , - წერს მირანდა ბაღათურია.
„ჩემი პატარას დაბადების დღეა დღეს. გილოცავ იქ, სადაც ხარ ჩემო გულიანო და ერთგულო ბიჭო“.
„ცოტა ხნის წინ შემხვდა ეს ფოტო.
დღეს ლექსო 39 წლის გახდებოდა“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇