სოციალური ქსელის მომხმარებელი სალი მენთეშაშვილი ერთ-ერთ ჯგუფში წერს, რომ მას მეტროში ტელეფონი მოჰპარეს, უცნობი კაცი კი მის დაბრუნებაში დაეხმარა.
„დაახლოებით 1 საათის წინ ვარკეთილის მეტროდან ამოვდიოდი და უცნობმა ბიჭმა გამაჩერა, ჯიბეები შეიმოწმე, მგონი რაღაც ამოგაცალესო.
მეც შევიმოწმე და ტელეფონი არ მედო. ისე ავნერვიულდი ვერ აღვწერ. შემდეგ მიმანიშნა იმ კაცზე, ვინც ამომაცალა და ორივე გავიქეცით, დავეწიეთ და ამ კეთილმა ბიჭმა დააბრუნებინა ტელეფონი. იმდენად დაბნეული და აღელვებული ვიყავი, მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად წამოვედი იქიდან.
თუ ამას კითხულობ, იცოდე, რომ მადლიერი ვარ. ძალიან კეთილი ადამიანი ხარ ასე რომ დამიდექი გვერდით. ამას არასდროს დაგივიწყებ!“, - წერს სალი მენთეშაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇