საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი განცხადებას ავრცელებს.
საპატრიარქო წინასწარ ულოცავს საზოგადოებას სვეტიცხოვლობას და წერს, რომ მცხეთასა და სვეტიცხოველში შესვლა საშვების გარეშე იქნება შესაძლებელი.
„გილოცავთ მოახლოებულ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გისურვებთ ღვთის შეწევნასა და მფარველობას.
ამასთან გაცნობებთ, რომ 14 ოქტომბერს მცხეთასა და სვეტიცხოველში, წინა წლების მსგავსად, ყველა მსურველს შეეძლება მისვლა საშვების გარეშე“, - წერს საქართველოს საპატრიარქო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მიდი ჩაკვე...“ - Watford FC გიორგი ჩაკვეტაძეს უკრაინასთან მატჩის წინ ამხნევებს
🎥 „ბევრმა ადამიანმა შემიყვარა...“ - რა სიახლეები აქვს პატარა მომღერალს, მათე მარტიაშვილს?