Digest Logo

🎥 „ჩემი შვილი ამ სამყაროში აღარ არის... ერთად ვიქნებით, დანამდვილებით ვიცი“ - მალხაზ გველუკაშვილის ემოციური ინტერვიუ

1793198400
მალხაზ გველუკაშვილი

მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი ერთ-ერთ პოდკასტი ტრაგიკულად დაღუპული შვილის შესახებ საუბრობს. 

2021 წლის 22 ივლისს გერმანიის ქალაქ ვოლფსბურგში უბედური შემთხვევა მოხდა. 18 წლის ცოტნე გველუკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა. ოჯახი საქართველოდან გერმანიაში საცხოვრებლად 2015 წლიდან იყო გადასული:

„დავიღალე, მე ყველა სურვილი დავკარგე ამ სამყაროსთან ურთიერთობის, აღარაფერი მაინტერესებს. ვერ ვხედავ ვერაფერს კარგს. 

მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგი, რასაც ახლა მე ვაკეთებ, არის ის, რასაც ვაკეთებ. სხვა არაფრის გაკეთების უნარი არ მაქვს, აქ არაფერი მაბამს. 

მე მაბამდა ჩემი შვილი და ის აღარ არის ამ სამყაროში. აქედან გამომდინარე, ვინც ყველაზე მეტად ჩემი იყო ამ სამყაროში, ის იქით არის, აქეთ ჩემი აღარაფერი დამრჩა. ერთადერთი ჩემი ცოლი დამრჩა, შევრჩით ერთმანეთს და ვუყურებთ თვალებში. გადავალთ იქით და ერთად ვიქნები, დანამდვილებით ვიცი. იქით რომ წავალ, აქეთ აღარ მოვბრუნდები, ეს ჩემი დასასრული იქნება, ეს მე ვიცი“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჯანსაღი დაბერების „ოქროს 10 წესი“ თურქი ენდოკრინოლოგისგან

🎥 როგორი მულია გვანცა დარასელია - ტელეწამყვანი მაყურებელს ბავშვობის სახლში ამოგზაურებს

🎥 „ზოგი მაგინებს, მარცხის გამო მლანძღავს, ჩემი ცხვირი არ მოსწონს, გულსატკენია ქართველისგან“ - მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

✕