Digest Logo

🎥 „ზოგი მაგინებს, მარცხის გამო მლანძღავს, ჩემი ცხვირი არ მოსწონს, გულსატკენია ქართველისგან“ - მერაბ დვალიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1793190828
მერაბ დვალიშვილი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება ვერ მოახერხა. აბუ-დაბიში გამართულ UFC 333-ის თანამთავარ ბრძოლაში დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. 

სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და მის მიმართ ნეგატიურ განწყობებზე, ლანძღვასა და გინებაზე ისაუბრა:

„სპორტი არასდროს შემიწყვეტია, მაშინაც კი, როცა მშენებლობაზე ვმუშაობდი. 

ბოლო ორი წელია ჩემი კრიტიკა, „ჰეითი“ წამოვიდა ინტერნეტში და ოჯახის წევრებს როცა ვურეკავ, ერთმანეთს ვამშვიდებთ. ზოგი მაგინებს, მლანძღავს, ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ხანდახან დავმარცხდი და მარცხის გამო მლანძღავს, ზოგს ჩემი ცხვირი არ მოსწონს და გულდასაწყვეტია, არ დამიმსახურებია.

ერთადერთხელ, რაც ზედმეტი მომივიდა, იყო, როცა ვთქვი, სტალინს და სტალინის მომხრეებს გავ@არი-მეთქი და ბოდიში მოვიხადე მაშინ, ახლაც ვიხდი ბოდიშს.

მე და ჩემს ოჯახს სხვა არავისთვის არაფერი გაგვიფუჭებია, ვცხოვრობთ პატიოსნად, მადლობა ღმერთს, სიმართლე ძლიერია და ყოველთვის მტკიცდება, სიმართლე ერთია, უბრალოდ ქართველისგან სამწუხაროა, გულგასატეხია, კრიტიკა, გინება, შეურაცხმყოფელი სიტყვები“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო“ - მალხაზ გველუკაშვილი სიკვდილის შემდეგ პროცესზე

⭕ხელოვნური ინტელექტი და დოფამინ დამოკიდებულება: როგორ ცვლის AI ჩვენი ტვინის ჯილდოს სისტემას

🎥 არსებობს თუ არა სიკვდილი სინამდვილეში? „თუ ამაზე წვდომა გაქვს, მაშინ „ჯანმო“, „ნასა“ და არაფერი აღარ დაგჭირდება...“ - რას ამბობს მალხაზ გველუკაშვილი

✕