
მომღერალი ნუცა ბუზალაძე და დედამისი ნინო კანკავა გადაცემის „რადიო ფორტუნას“ გადაცემა „ვარსკვლავური დუეტი“ სტუმრები იყვნენ, სადაც მათ ერთმანეთს შეკითხვები დაუსვეს და ამაზე გულწრფელი პასუხებიც მიიღეს.
დედა-შვილმა კარიერაზე, პროფესიაზე, პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ის ფაქტი, რომ დღეს წარმატებული ვარ, სხვა ადამიანების ლანძღვა ჩემზე არ მოქმედებს და ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი ვარ, ეს დედის დიდი დამსახურებაა.
წელს ჩემს პირად ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იყო“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე.
როგორც ნუცას დედამ გულწრფელად აღიარა, უნდა რომ მისი ქალიშვილი ქართველ ვაჟზე დაქორწინდეს.
„ქსენოფობიაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ჩემი შვილიშვილები და ჩემი სიძე აუცილებლად ქართველი უნდა იყოს“, - ამბობს ნინო კანკავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი ქარსელაძის მოგზაურობა დუბაიში - მომღერალი თეთრ კაბაში პოზირებს
⭕„დაბადების დღეს გილოცავ“ - ქეთი ხატიაშვილი დედასთან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს