Digest Logo

🎥 „ჩემი სიტყვით, მე შემიძლია მოვკლა პაციენტი, ან ჩემივე სიტყვებით, წამლის გარეშე გადავარჩინო...“ - რას ჰყვება ნანა ცინცაძე

1718023485
ნანა ცინცაძე

პოეტი ნანა ცინცაძე საზოგადოებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია, რომლის შემოქმედებასაც სიყვარულის თემა მუდამ სდევს თან.

იგი გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც რამდენიმე ემოციური ისტორია გაიხსენა და საზოგადოებას ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო და რჩევებიც გაუზიარა.

„ცხოვრება რთულია, ნოსტალგიას უკავშირდება ყველაფერი, არ შეიძლება ჩაიციკლო და იცხოვრო ამით. შენ არანაირი უფლება გაქვს, სხვას გადასცე შენი უარყოფითი ენერგია. 

არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როგორიცაა გადარჩენილი პაციენტის თვალებში წაკითხული სასწაული. თერაპია ფსიქოლოგიის გარეშე არ არსებობს, როცა პაციენტთან შედიხარ, ჯერ შენ ხარ ფსიქოლოგი და შემდეგ ექიმი. 

ჩემი სიტყვით, მე შემიძლია მოვკლა პაციენტი, ან ჩემივე სიტყვებით, წამლის გარეშე გადავარჩინო, ფსიქოლოგია, ეს მთავარი ფაქტორია მედიცინაში“,- აღნიშნავს ნანა ცინცაძე.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეტი სიფრთხილე გმართებთ ადამიანურ ურთიერთობებში, რადგან ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕🎥 „პატარა გოგონას მოლოდინში“ - სქესი ცნობილია, ლიკა ევგენიძე წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

⭕„გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - წითელი ვარდები და მეუღლის გულთბილი მილოცვა თათია თექთურმანიძეს

⭕🎥 „იმ დეპრესიულ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია, რას წერს ტელეწამყვანი