„ღამის შოუს“ ბენდის მომღერალი, თათა გიორგობიანი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიური ცხოვრების, პირადი ურთიერთობის თუ კარიერულ ამბებს.
ამჯერად თათა მისი ერთ-ერთი გამომწერის კრიტიკულ მესიჯს პასუხობს, სადაც მომღერალს ურჩევს, რომ სილამაზის სტანდარტებში უნდა ჩაჯდეს.
როგორც თათა საპასუხო კომენტარში აღნიშნავს, მისთვის მთავარი საკუთარ თავთან კომფორტია.
„ბექა, ძვირფასო, ჩემი სტანდარტია საკუთარ თავთან კომფორტი და არა ლაიქების გამო გადაკეთებული თავი.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, თუნდაც ლამაზ ტანსაცმელს რისთვის იცვამ, სხვებისთვის თუ სხვებისთვისაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისთვის, გასაგებია?“,- წერს თათა გიორგობიანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს
⭕🎥 „ქართული სილამაზეა ეს გოგო“ - სალომე ღვინიაშვილი უახლეს ვიდეოს აქვეყნებს