„ეს კონცერტი იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ერთგვარი სიმბოლო“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ევროპაკონცერტზე“ საუბრისას განაცხადა.
„საქართველო გახდა კანდიდატი ქვეყანა, ის გაწევრიანდება ევროკავშირში, ახლა სწორედ ამ გზას გადის. ეს უმაღლესი დონის კულტურული მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო ნახავს, აღნიშნავს საქართველოს გზას ევროპისკენ. ეს კონცერტი იქნება საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ერთგვარი სიმბოლო“, - აღნიშნა ელჩმა.
საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მოვლენის მასპინძლობისთვის ემზადება. პირველ მაისს წინანდლის მამულის ამფითეატრში, ხოლო ორ მაისს თბილისის ოპერის თეატრში, ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის 33-წლიანი ტრადიციის მქონე ყოველწლიური ღონისძიება „ევროპაკონცერტი” გაიმართება, რომელიც 144 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: