Digest Logo

🎥 „საქართველოში ყოველი მე-4 ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია“ - ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ?

1708935088
ქალებიქალები

ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ?

                  რატომ დადგა მისი მიღების აუცილებლობა?

                 ზოგადად რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად ?

აღნიშნული თემის შესახებ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსმა ქეთევან შუბაშვილმა და თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრეს.

„სექსუალური შევიწროების რეაგირების მექანიზმი არის დოკუმენტი, რომელიც ინერგება ორგანიზაციებში, ეს შეიძლება იყოს საჯარო უწყებები ასევე კერძო კომპანიები.

მისი ძირითადი მიზანია სამუშაო ადგილზე, სექსუალური შევიწროების თავიდან აცილება. ვიცით, რომ სექსუალური შევიწროება გავრცელებული ფენომენია, ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა, საქართველოში ყოველი მეოთხე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია, სხვადასხვა სფეროში.

ყველაზე დიდი წილი მოდის შრომით ურთიერთობებზე, რადგან დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ სამუშაო სივრცეში.

ამიტომ მსგავსი მექანიზმებით, დამსაქმებლები, თბილისის საკრებულო და მერია, აცხადებენ, რომ სექსუალური შევიწროება არ იქნება შეწყნარებული დასაქმების ადგილზე.

ამ დოკუმენტით თანამშრომლებს აუხსნიან თუ რა არის სექსუალური შევიწროება და შემდეგ უკვე თანამშრომლები, რომლებიც უკვე ინფორმირებულები იქნებიან ამის შესახებ, უფრო მარტივად შეძლებენ მოახდინონ იდენტიფიცირება, მიხვდნენ არიან თუ არა თავად სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, ან თუნდაც პოტენციური შემავიწროებლები.

თავი შეიკავონ და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ ის პროცედურები, რაც ამ მექანიზმით არის დადგენილი“,- განმარტავს ქეთევან შუბაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო, თავისი ბრიალა თვალებით, ერთხელ კიდევ გადმოიხედავს“ - რას წერს ლევან კბილაშვილის დედა

🎥 მეგობრისგან ნასროლი სასიკვდილო ტყვია - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი თბილისში?

⭕ „დამალული ამბები ამოვა ზედაპირზე და ბევრ სტრუქტურებში იქნება ხმაურიანი გადადგომები“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის