Digest Logo

🎥 „ჩემი თავის სიმშვიდე მომწონს“ - ეკა მამალაძე: „ადრე შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისთვის მეთქვა რაღაც და წამიგია კიდეც“

1791286243
ეკა მამალაძე

მომღერალმა და მუსიკოსმა ეკა მამალაძემ „ამბები.ge-სა“ და „პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის, „სახალხო ინტერვიუს“ ეთერში, ოჯახზე, მუსიკალურ კარიერასა და პოპულარობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დედის, ნანი ბრეგვაძის ჩრდილქვეშ ყოფნა მისთვის ყოველთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ასაკმა და გამოცდილებამ საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულობა შემატა. ეკა მამალაძემ ასევე ისაუბრა საკუთარ ემოციებზე, აღნიშნა, რომ აღელვების დროს ოჯახის წევრები მის დამშვიდებასა და სწორ გზაზე დაბრუნებაში ეხმარებიან და ახლა ემოციების მართვა გაცილებით უკეთ შეუძლია.

კითხვა მოქალაქე ლაკოსგან მომღერალს: ვის უზიარებთ ემოციებს აღელვების დროს?

ეკა მამალაძე: ჩემი თავის სიმშვიდე მომწონს. შეიძლება პატარაზე ავფორიაქდე, მეწყინოს ან გავბრაზდე, მაგრამ მერე გონებაში ისე კარგად ვალაგებ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ოჯახის წევრებიც საკმაოდ ბრძენი და ჭკვიანი ადამიანები მყავს - აღელვების დროს ძალიან მამშვიდებენ, სწორ გზაზე დამაყენებენ და სულ 2-3 დღე მჭირდება, რომ ჩემი ტვინი სიმშვიდისკენ გადაერთოს.

ადრე, აღელვებულზე, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისთვის მეთქვა რაღაც და წამიგია კიდეც, რადგან ჩემი აზრი ცუდად მიუტანიათ. ამაზე ნანი ყოველთვის მეუბნება: „ნურავისთან ნუ ხარ ასეთი გახსნილი, ჩემთან იყავიო“, და 100%-ით ვეთანხმები. დედასავით სწორ რჩევას ვერავინ მოგცემს.

არ ვიცი, რამდენად დამჯერი შვილი ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს უფრო ვრწმუნდები, რომ ნანის უნდა დავუჯერო.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

✕