Digest Logo

🎥 „ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა... მოვთქვამდი, როგორც დედაკაცი“ - ნუგზარ რუხაძე დედაზე

1771790360
ნუგზარ რუხაძე

ჟურნალისტი და მეცნიერი ნუგზარ რუხაძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც გულწრფელად საუბრობს იმ უდიდეს ტკივილზე, რომელიც დედის დაკარგვამ მოუტანა. მისი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც ემოციებს ვერ აკონტროლებდა და განცდებს ხმამაღალი ტირილით გამოხატავდა.

„ცხონებული მამაჩემი ძალიან ადრე გარდაიცვალა, 43 წლის იყო. 14 წლის ვიყავი ეს რომ მოხდა. დედას ყველაფერში ვეხმარებოდი. სოფელშიც ძალიან მამუშავებდა, მონასავით მაგრამ, ძალიან სამართლიანი იყო. სტუდენტობის დროს არ გავჩერებულვარ, ენას ვასწავლიდი. ასე იყო თუ ისე, თავის რჩენა შეიძლებოდა. ადრე დაქვრივდა დედა, 39 წლის ასაკში დედა. ძალიან დავუდექი მას გვერდში. დედა რომ გარდაიცვალა, ჩემი ტირილი მთელ საბურთალოს ესმოდა. მოვთქვამდი როგორც დედაკაცი. იმიტომ კი არა რომ სხვაზე მეტად მიყვარდა დედა. არა, დედა მიყვარს როგორც შენ გიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ვერ გამოვიტირე როგორც მინდოდა ისე...რადგან სულ საზღვარგარეთ ვიყავი. სულ შარა-გზას უყურებდა: „იქნებ გამოჩნდეს“, „იქნებ გამოჩნდესო“. აი, ამან დამწყვიტა გული“, - ჰყვება ნუგზარ რუხაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ გამოვიყენოთ კომპასი ფენ-შუის მიხედვით და რის მოგვარება შეგვიძლია ხელსაწყოთი: თიკა ქოქაშვილის რჩევები

⭕„საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა... ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი“ - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე