Digest Logo

„ჩემი უამრავი პრობლემისა, მე ვცდილობ ადამიანებს ეს არ დავანახვო, მაგრამ კი არ ვთამაშობ, ან კი არ გატყუებ, რომ კარგად ვარ, უბრალოდ ამ ყველაფრის მიღმა, მაქვს ისეთი რამ, რომელიც მუდამ მაბედნიერებს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1750875683
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„- როცა მეკითხებიან: „როგორ ხარ“?
- სულ მაქვს პასუხი: „ძალიან კარგად ვარ,

სულ, ყოველთვის კარგად ვარ“,

და ეს არის სიმართლე;

დიახ, კარგად ვარ,

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ თუ მართლა, გულით მკითხავ -
არ გიპასუხებ; მაგრამ, მიუხედავად ჩემი უამრავი პრობლემისა, რომელიც როგორც ქრისტიანს, ადამიანს, სოციუმში მყოფს, ოჯახის პატრონს, როგორც სასულიერო პირს მაქვს, რომელიც ხან მანერვიულებს, ხან მაფიქრებს,
ხან მამწუხრებს - მე ვცდილობ ადამიანებს ეს არ დავანახვო, მაგრამ კი არ ვთამაშობ, ან კი არ გატყუებ, რომ კარგად ვარ, უბრალოდ აი ამ ყველაფრის მიღმა, მაქვს ისეთი რამ, რომელიც მუდამ მაბედნიერებს.

და როცა მარტო ვრჩები, ჩემს პრობლემებთან ერთი ერთზე,
ჩემს თავს ვახსენებ:

- კი მაგრამ, შენ ხომ ეს გაქვს?! და ეს რომ გაქვს, რა გადარდებს?“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მხოლოდ მე და ზღვა“ - მანუ მურღულია ზაფხულის ცხელ დღეებში ბათუმში ატარებს

🎥 სახალისო ტიკ-ტოკ ტრენდი ოთარ ტატიშვილისა და გოდერძი შარაშიას შესრულებით

⭕„ადამიანი ან მიყვარს, ან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი, როცა მიყვარს, მისი ძალიან ერთგული ვარ... თუ რამე მოხდა და ურთიერთობა გაწყდა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი“ - ნიკოლოზ ხაჩიძე