
„დღის პოსტის“ ყოფილმა წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია. მანუმ საკუთარი ბენდი დააარსა და მუსიკალურ კარიერას წარმატებით განაგრძობს.
მანუ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.
ამჯერად იგი ახალ ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც ბათუმშია გადაღებული. ფოტოებს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„არანაირი აჩქარება, არანაირი ხმაური - მხოლოდ მე და ზღვა“, - წერს მანუ.
„ღმერთმანი“,
„შეუდარებელი და ულამაზესი“,
„ძალიან ლამაზი და სექსუალური“,
„ცეცხლი ქალი, ძალიან კარგი კადრებია“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სახალისო ტიკ-ტოკ ტრენდი ოთარ ტატიშვილისა და გოდერძი შარაშიას შესრულებით