Digest Logo

🎥 „ჩემი უფროსი ძაღლი უბანში როცა ჩამოდის, „ავტორიტეტი“ აქვს, სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“ - ნიკოლოზ ხარატი

1744358165
ნიკოლოზ ხარატი

მომღერალი ნიკოლოზ ხარატი თავის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იყო სტუმრად, სადაც ძაღლების მოვლის და იმ პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრა, რასაც მათი ყოლა გულისხმობს.

„უფრო ძაღლი არის 7 წლის, ხოლო ეს მეორე კი მისი შვილია, რომელიც 1 წლის არის. 

სახლში ძაღლის ყოლა არის უდიდესი სიამოვნება, მისი ყოლა გამშვიდებს, გაწყნარებს და მნიშვნელოვან მომენტებში მუდამ შენ გვერდითაა. თუმცა ამავდროულად უნდა დიდი ყურადღება, ვეტერინართან სიარული, დღეში 2-ჯერ, ან 3-ჯერ გასეირნება. 

რაც უფრო დიდი ასაკის არის ძაღლი, უფრო მეტი ყურადღება და ფინანსები სჭირდება. 

ჩემი უფროსი ძაღლი, რომელიც არის 11 წლის კანე კორსო, უბანში როცა ჩამოდის ავტორიტეტი აქვს სხვა ძაღლები ეთაყვანებიან“, - ამბობს ნიკოლოზ ხარატი. 

გადაცემაში ასევე იყო სტუმრად, სალომე ბაკურაძეც და ოთო ნემსაძეც რომლებსაც მაყურებელს საკუთარი რჩევები გაუზიარეს. 

„როცა ძაღლი გყავს ოჯახში იწყება სხვა ცხოვრება“, - ამბობს ოთო ნემსაძე. 

„კარგად გაიგეთ იმ ძაღლის ხასიათი, რომლის აყვანასაც აპირებთ, მხოლოდ ფიზიკურობის მიხედვით არ შეარჩიოთ“, - ამბობს სალომე ბაკურაძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „წინ პარიზული ვოიაჟისკენ“ - რა კადრებს აქვეყნებს ფოტოგრაფი დანტესი

🎥 „არ ისაუბროთ თქვენ სამომავლო გეგმებზე, თუნდაც მეგობრებთან“- 11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕კვერცხი, პასქა და ჯეჯილი - რა სიმბოლური დატვირთვა აქვთ მათ