Digest Logo

🎥 „ჩემი ყოველი დილა ტირილით იწყებოდა...“ - რა გზა გაიარა ლინდა ადამიამ ჭარბი წონის დასამარცხებლად?

1751725615
ლინდა ადამია

მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.

იგი აქტიურია სოციალურ ქსელში და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.

ამჯერად მომღერალი სტუმრად კოტე მათითაშვილის პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც წონის კლების რთულ გზაზე ისაუბრა:

„ორ წელიწად-ნახევარი გავიდა ბარიატრიული ოპერაციის გაკეთებიდან. რვა წელი ვებრძოდი წონას. ეს დაიწყო ორსულობიდან. როგორც კი დაიწყო პირველი ტრიმესტრი, დაიწყო წონის მატებაც. ჯამში მქონდა 25 კილო მომატებული მაშინ. შემდეგ უკვე არასწორმა ცხოვრების წესმა იქონია გავლენა. მე ასეთი სამსახური მაქვს, ღამე ვმუშაობ, ვხარჯავ ენერგიას და სახლში რომ ბრუნდები გინდა, არ გინდა გშია. ისევ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდებოდა კვება და იმაზე ბევრად მეტი მოვიმატე, ვიდრე ორსულობაში.

ამ რვა წლის განმავლობაში ავედი 98 კილოზე. ძალიან ბევრი რამ ვცადე ბევრი არაჯანსაღი და ბევრი ჯანსაღიც. სწორი კვება, ვარჯიში, ვტიროდი და ისე ვვარჯიშობდი. მაქსიმალური შედეგი იყო 18 საათიანი დიეტით ორ თვე-ნახევარში 13 კილო. ფსიქოლოგიურად ამას ვეღარ გავუძელი. ყველაფერს რომ ზღუდავ და კიდევ გშია, რთულია ძალიან.

ბარიატრია იყო ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება, უამრავი ცდის შემდეგ. ორ თვეზე დიდხანს ვეღარ ვქაჩავდი. დავანებებდი ორი თვის შემდეგ თავს, წონას 3 თვე ვინარჩუნებდი, შემდეგ ისე წავიდოდა და ავკრეფდი წონას.

ტკბილეული და ცომეული ბავშვობიდან მიყვარს. ტორტები და ნამცხვრები ძალიან მიყვარდა. გაზიან სასმელს ვსვამდი დიდი რაოდენობით. კოკა-კოლა თავთან მედგა ხოლმე. ქოშინი და ხვრინვა მაწუხებდა ძალიან. ბოლო პერიოდში ქუსლები და ტერფებიც ამტკივდა. ქუსლების ტკივილი ისეთი მქონდა, ჩემი ყოველი დილა ტირილით იწყებოდა“, - ჰყვება ლინდა ადამია.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიწვევს ტემპერატურის პირველ, შეკავებულ და ლოკალიზებულ ვარდნას...“ - რას წერს კობა ფარტენაძე მსოფლიოში არსებულ კლიმატზე

⭕„უკან იხევ, რადგან ზურგი გტკივა...მე ოქტაგონში ხელის გარეშეც შევიდოდი!...“ - ილია თოფურია არმან ცარუკიანს

🎥 საკვები შენს მაცივარში, რომლებიც სიმსივნეს იწვევს - კოტე თოდუას რეკომენდაციები