Digest Logo

🎥 „ჩემი ყველა წარმატება, მიღწევა ყოველთვის უდრის ერთით ნაკლებ ადამიანს, რაც ცუდია და მტკივნეული...“ - რას ამბობს ავთო აბესლამიძე

1779911185
ავთო აბესლამიძე

გადაცემა „პრაიმ შოუმ“ ეთერი ერთ-ერთ სკანდალურ და აქტუალურ თემას, შურს დაუთმო. ტელეწამყვანებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს, რატომ ჩნდება უცნაური ფარული კმაყოფილება, როდესაც ვინმე მარცხდება და როგორ ანგრევს შური წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას.

გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი მომღერალი ავთო აბესლამიძე იყო, რომელმაც შურზე ისაუბრა:

„ჩემი ყველა წარმატება, მიღწევა ყოველთვის უდრის ერთით ნაკლებ ადამიანს და რეალურად, ეს ძალიან ცუდია, მტკივნეულია, მაგრამ უნდა შეეგუო, რადგან ასეთია ცხოვრება. 

ხშირად მიფიქრია, მე რომ ვყოფილვარ დიდ პროექტებში, კონკურსზე, ეს შური უცხო ადამიანებისგან არ მოდის, ეს შიდა წრიდან მოდის, ადამიანებისგან, ვინც შენი კოლეგები არიან, იციან რა შრომა ჩადე, როგორ იბრძოდი, ყველა ნაბიჯი შენთან ერთად გაიარეს...“, - ამბობს ავთო აბესლამიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მილიონზე მეტი ნახვა აქვს მაგ პოსტს, ოღონდ სერიოზული სოლიდური კაცები მლანძღავდნენ...“ - რას ჰყვება მაკა რაზმაძე

🎥 „ერთადერთი რამის შემშურებია, რომ არ მყავს ბევრი შვილი... ძალიან მინდოდა, მაგრამ...“ - რას ჰყვება დალი ჩიტალაძე

🎥 „პრემიერა იყო, ჩემი მეგობარი დაესწრო, მაგრამ რომ დამთავრდა არ მომილოცა...“ - რას იხსენებს გიორგი გურგულია