Digest Logo

🎥 „ჩემო კარგო ქვეყანავ“ - ილია ჭავჭავაძის გამორჩეული ლექსი: კითხულობს ბექნუ ქაფიანიძე

1774467944
ბექნუ ქაფიანიძე

მსახიობი და ტელეწამყვანი ბექნუ ქაფიანიძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ილია ჭავჭავაძის გამორჩეული ლექსი „ჩემო კარგი ქვეყანავ“ მხატვრულად წაიკითხა:

„ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, ულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?“, - ჰყვება ბექნუ ქაფიანიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვითარცა მტკვარი“ - ზვიად დოლიძე მუხრან მაჭავარიანის ლექსს შესანიშნავად კითხულობს

🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი

🎥 „თურმე შემიცდენია, დავორსულებულვარ და იძულებული გამხდარა ცოლად მოვეყვანე...“ - გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლის პირველი საჯარო ინტერვიუ