Digest Logo

🎥 „ჩემს დაბადების დღეზე დამინახა პირველად და ასევე ჩემს დაბადების დღეზე დავიწერეთ ჯვარი...“ - როგორია ლუკა ლოჩოშვილის იტალიური კარიერა და პირადი ცხოვრება?

1723823441
ლუკა ლოჩოშვილი

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები დამსახურებული ფეხბურთელებით ნამდვილად გამოირჩევა, რაც მათ კიდევ ერთხელ ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატებით დაამტკიცეს.

ევროპის ჩემპიონატი გამორჩეული იყო თითოეული მათგანისთვის, მათ შორის ლუკა ლოჩოშვილისთვის. იგი საქართველოს ნაკრების გარდა იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ „კრემონეზეში“, ამავე სახელწოდების კლუბში თამაშობს.

როგორია ლუკა ლოჩოშვილის კარიერა, პირადი და იტალიური ცხოვრება? - აღნიშნულის შესახებ ლუკა ლოჩოშვილმა ერთ-ერთ იუთუბის არხზე, სახელწოდებით Zstudio Tbilisi  ისაუბრა, რომელსაც „დაიჯესტი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ:

იტალიური ფეხბურთი და სამომავლო გეგმები:

ლუკა ლოჩოშვილი: „კრემონეზე“ ძალიან მომწონს, საცხოვრებლადაც პატარა მყუდრო ქალაქია. რაც შეეხება ხალხს, ფეხბურთი ძალიან უყვართ, პატარა ქალაქიდან გამომდინარე ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. სტადიონიც სულ სავსეა ხოლმე. უკვე მეორე წელია აქ ვარ და ჩემი კლუბი ძალიან ამბიციურია. ვფიქრობ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ისევ სერიაში დავბრუნდეთ და მაღალ ასპარეზზე ვითამაშოთ. სამომავლო გეგმებს რაც შეხება, კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს. თუ შევძლებთ და დავბრუნდებით სერიაში მაშინ ჩვენს მიზანს მივაღწევთ. ფეხბურთელები შეინარჩუნეს მაქსიმალურად და ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ სერია B-ს მოსაგებად. კარგად შევეწყვე გუნდს. ენასთანაც ადაპტაციაც გავიარე, იტალიურად ვსაუბრობ და მესმის ყველაფერი.

იტალიური ცხოვრება მეუღლესთან ერთად:

ლუკა ლოჩოშვილი: სალომეს ძალიან კარგი ხელი აქვს, ძალიან მომწონს მისი გაკეთებული საჭმელი. უბრალოდ ერთი რაღაცაა, ძალიან მკაცრი რეჟიმი გვაქვს, როგორც სპორტსმენსა და ფეხბურთელს ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მიწევს. ასე, რომ ჩვენი მენიუ შეზღუდული არის, ძირითადად ისეთი საჭმელები არის  - ჯანსაღი. მაგრამ არის დღეები, როცა თავს ვაძლევთ უფლებას, რომ რაც მომესურვება ან მინდა ის შევჭამო. ამიტომაც სალომეს ვეუბნები ხოლმე და ძალიან მომწონს მისი მომზადებული საჭმელი. ქართული სამზარეულოდან ყველაფერი გვენატრება. ძნელი გასაკეთებელია აქ, სახლის პირობებში ქართული კერძი. რა თქმა უნდა ძალიან გემრიელი სამზარეულო გვაქვს, მაგრამ სპორტსმენისთვის მაინც მიზანშეწონილი არ არის სამწუხაროდ.

სალომე ლაშხი: მე დღეს მოგიმზადეთ პიცა იმედია მოგეწონებათ. ლუკა დილით სახლში საუზმობს და შემდეგ სადილობს ბაზაზე, ასე რომ ზოგჯერ მარტო მიწევს მირთმევა. დღის განმავლობაში ვახშამს მივირთმევთ ხოლმე ერთად, ვცდილობ ხოლმე ჯანსაღი საჭმელები გავაკეთო. ლუკას თუ დავუჯერებთ მომზადება კარგად გამომდის - ბრინჯი, ქათამი, პასტა. მარტივი რაღაცები ჩემს მენიუში ჯერჯერობით მწირი საჭმელებია.

სიყვარულის ისტორია:

სალომე ლაშხი: ერთმანეთი გავიცანით ჩემს დაბადების დღეზე. გადავწყვიტე სპონტანურად, ვიწრო წრეში ჩემს ახლო მეგობრებთან ერთად აღმენიშნა ეს დღე. ისე დაემთხვა, რომ ლუკამ და მისმა მეგობრებმა ასევე სპონტანურად გადაწყვიტეს დრო გაეტარებინათ იმავე ადგილას. როგორც წესი მაგ ადგილზე არ დადიოდნენ ხოლმე. ჩემს დაბადების დღეზე დამინახა პირველად და ასევე ჩემს დაბადების დღეზე დავიწერეთ ჯვარი. ასე რომ ეს დღე ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია.

ლუკა ლოჩოშვილი: მახსოვს ძალიან კარგად ეს დღე. არ ვიცნობდი სალომეს ნამდვილად. ჩემმა მეგობარმა დამირეკა მომიკითხა რას შვრები სად ხარო. უბრალოდ გავცვალეთ სიტყვები, რომ ერთი გოგო მომეწონა. ისე გამოვიდა, რომ ეს ჩემი მეგობარი ლუკა ქაფიანიძე, რომელიც ასევე ფეხბურთელია სალომეს იცნობდა სოციალური ქსელის მეშვეობით. გავიგე ვინ იყო სალომე. ისე მოხდა რომ მივწერე. მაშინაც უცხოეთში ვთამაშობდი და ხშირად ვერ ვნახულობდი, როდესაც ჩამოვდიოდი და ვნახულობდი ხშირად. როგორც სალომემ აღნიშნა მისი დაბადების დღე ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება“ - ბოლო ცნობები ხანძრის ადგილიდან

⭕„დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მიწიერ სიამოვნებაზე გადის დაცლილია სულიწმიდისგან“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

🎥 🎥 გაფრთხილება! სუსტი გულის ადამიანებმა არ უყუროთ - „აქ არავინ წუხს და არავინ ტირის...“ - სოსო ნებიერიძის შოკის მომგვრელი მოგზაურობა „სიკვდილის ქალაქ“ ვარანასში