Digest Logo

„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, ჩააბარა, გადააგდოო“, მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ - ნანიკო ხაზარაძის რთული გადაწყვეტილება

1660640259
ნანიკო ხაზარაძე

ტელეწამყვანმა - ნანიკო ხაზარაძემ ცხოვრებისეულ რთულ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე „რადიო თავისუფლებასთან“ ისაუბრა. მამამისს დემინაცია აწუხებს. ამ დაავადების დროს ადამიანს ყველაფერი ავიწყდება. არის მომენტები რომ ახსოვს რეალობა, უმეტესწილად კი ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს.

ნანიკო ხვდებოდა, რომ მარტო თავს ვერ ართმევდა და რამე უნდა მოეფიქრებინა, რითაც საკუთარ თავსაც და მამასაც დაეხმარებოდა.

„მამამ ისევ დარეკა. იმ დღეს, ალბათ, მეასედ: „გაიყვანე გახარია!“ - დაჟინებით მოითხოვდა.

კოვიდპანდემიის პერიოდი იყო, ტელევიზორში ყოველ მეორე დღეს ჩანდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია. მამას კი შიშები ჰქონდა და პანიკურად ითხოვდა მის სახლიდან გაყვანას“.

მორიგი ზარი იყო ნანიკოს ტელეფონზე, ისევ მამა და ისევ გახარიასგან თავის დაღწევას ცდილობდა.

მოულოდნელად მანქანაში ჩაჯდა, გზიდანვე მოძებნა ოჯახური ტიპის პანსიონატი, მივიდა სახლში, სასწრაფოდ მოაგროვა მამის ნივთები და პანსიონში წაიყვანა.

უკან დაბრუნებისას გრძნობდა სინდისის ქენჯნას, უსუსურობას, შიშს, რომ ამას არ აპატიებდნენ, სინანულს და ერთგვარ შვებასაც, რომ რეკვა შეწყდა.

შემდეგ მან ფეისბუკზე საჯარო პოსტი დაწერა იმ იმედით, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას როგორმე ახსნიდა.

ამან დიდი ამბავი გამოიწვია. ნანიკოს ნათესავებმა, ახლობლებმა და უბრალოდ უცნობმა ადამიანებმა მეტად გააკრიტიკეს ტელეწამყვანი და „მამის გადამგდებად“ მოიხსენიეს.

„ჩემს ფოტოს დებდნენ მამა გაყიდაო, მამა გადააგდო, ჩვენ წამოვიყვანთ სასამართლოთი, არ დავუტოვებთო.

მივმართე სასამართლოს და მამას ვერავინ წამართმევდა. მერე გავიდა დრო და ყველამ დაივიწყა ეს ამბავი, ახლა პანსიონატში მამასთან ერთად იმ ადამიანის ახლობლები არიან ვინც მე მლანძღავდა.

მძიმედ გადავიტანე ეს, მაგრამ, ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე“.

როგორც ნანიკო ამბობს, მამა ნელ-ნელა დამძიმდა. მომვლელიც ჰყავდა, მაგრამ მაინც არ უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა.

„იმ სახლში ბევრი რამ იყო ისეთი, რაზედაც შფოთავდა, იკეტებოდა, სახლიდან გარბოდა. დანა-ჩანგალიც კი წავართვი, რომ ზიანი არ მიეყენებინა თავისთვის, ბოლს გასაღებიც წავართვი...

იქ არავის ეგონოს, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო დახვდება, როგორც ფილმებშია. არა, ქართული რეალობა სხვანაირია, თუმცა მამას მაინც კარგი გარემო აქვს.

ისე მიიღეს და ისე დამშვიდდა, ვერ გეტყვით, არც ერთხელ არ გაუკეთებია ისეთი რამ, რითაც თავს დაიზიანებდა, არსად გაქცეულა. ამ ამბავში ყველაზე რთული ისაა, რომ მამა იქ დაასრულებს სიცოცხლეს.

სინდისის ქენჯნა მქონდა, „მამა ჩააბარა, მამა გადააგდო“ - ეს სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა. ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ საზოგადოების აზრზე, შესაძლებელია, იმდენად არა რომ გადაწყვეტილება შევცვალო, მაგრამ მაინც შეგრძნებაზე და ემოციაზე ძალიან მოქმედებს.

ვცდილობდი თავი გამემართლებინა და ამეხსნა სხვისთვის, რომ მამა იქ თავს ბევრად კარგად გრძნობს.

მეხსიერებაში, ალბათ, ჩარჩენილი აქვს რომ ფული არ მქონდა, იქ ლამინირებული ფული გავაკეთეთ და ექიმები თვის ბოლოს აძლევენ, ხელფასის სახით. ის კი როცა მივდივარ, ფულს მიკუჭავს, წადი ტანსაცმელი იყიდეო“, - ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„დღისით რომ ცნობილ სახეს თავს გესხმიან, ეს სად ვცხოვრობთ? რატომ გაიზარდა კრიმინალი საქართველოში“ - გურამ არუთინაშვილი

🔵„შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს... შავი მიწისთვის ძალიან მენანები, სიკეთის მატარებელო, ანგელოზო“ - ავარიისას დაშავებული მედდა გარდაიცვალა

🔵„ვხედავ, მსოფლიოს წყლის დეფიციტი ემუქრება... ჩვენი წყლები უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე ბენზინი. აი, ნახავთ“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია

წყარო: www.radiotavisupleba.ge