Digest Logo

„ჩემს ირგვლივ ტრიალებენ ადამიანები, რომლებსაც ვუკვალავ გზას, მაგრამ რომ მიდიან ჩემგან, მერე ცუდი ვხდები... სასაცილოა“ - გიორგი მასხულია

1708442686
გიორგი მასხულია

დიზაინერი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გული ატკინა, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ბევრი სიკეთე გაუკეთებია.

როგორც დიზაინერი წერს, ადამიანები მეორე შანსს იმსახურებენ იმ მიზნით, თუ წარსულ შეცდომებს ნანობენ და გამოსწორებას ცდილობენ.

„რა ბედნიერება, რომ იღვიძებ დილით და შეგიძლია დედის სიყვარულით, ადამიანების სიყვარულით, და სილაღით დაიწყო დღე.

საცოდავია ის ადამიანი, ვისაც მეგობრობა და სიყვარული არ შეუძლია, იმდენად გამომუშავებული მაქვს ჩემს თავში ყველაფერი ამ 27 წლის ასაკში, რომ შემიძლია მტერიც კი მოყვარედ ვაქციო თუ მე დამჭირდა, ძალიან მიყვარს ადამიანზე მეორე შანსის მიცემა, მან ამ შანსით უნდა ისწავლოს როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ შეეძლოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როცა ჩემს ირგვლივ ტრიალებენ ადამიანები, რომლებსაც ვუკვალავ გზას, მაგრამ რომ მიდიან ჩემგან, მერე მაგათთვის უკვე ძალიან ცუდი ვხდები..  

სასაცილოა თუ ცუდი ადამიანი ვარ, მაშინ რაღატომ მეგობრობ ჩემთან?

როცა გვერდში გედექი, გიკეთებდი ყველაფერს, ვცდილობდი საზოგადოებაში კარგად წარმომეჩინე, აი მაშინ ხომ კარგი გიორგი ვიყავი?

აი ეს გვაქვს ცუდი ჩვენ, გვავიწყდება ათასი კარგი ერთმანეთის, როცა ვბრაზდებით!!!!

რაც შეეხება ამ ჰეითერებს კლავიატურის წარუმატებელ ვირთხუნიებს, პროვოკატორებს აი მართლა რა გინდათ ან ვინ ამ სამყაროსგან? 

აკეთეთ თქვენც იყავით ჩემზე კარგები და გამორჩეულები დამიჯერეთ გამახარებთ და თქვენზე ბედნიერი მე ვიქნები. 
ალოოო“,- წერს მასხულია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ილია დედა“ ამ სიტყვებზე უფრო საოცარი რა უნდა გაეგო სამყაროს დღეს...“ - ილია თოფურიას დედის ემოციური ვიდეო

🎥 „მადლობა რომ ხარ და რომ, ჩემი შვილი გქვია“ - ნატო გელაშვილი შვილს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„დედისთვის რომ მომესმინა და დამეჯერებინა, სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი და რეალობასაც ავცდებოდი“ - დათო ლიკლიკაძე