Digest Logo

„ჩემს მეუღლესაც არ ვუნახივარ მაკიაჟის გარეშე... ხალათიც არ მაქვს...“ - ექიმი ნინო მუსერიძე

1680283324
ნინო მუსერიძე

გადაცემა „დღის პოსტის“ დღევანდელი თემა თავის მოვლა და მაკიაჟი იყო. ეთერში სტუმრად მყოფმა ცნობილმა ექიმმა ემბრიოლოგმა, ნინო მუსერიძემ აღნიშნა, რომ მაკიაჟისა და თავის მოვლის გარეშე არასდროს ყოფილა.

🔵მაკიაჟის გამოყენების რეკომენდაციები აკნეს შემთხვევაში - ექიმის 10 რჩევა

„მიმაჩნია, რომ ქალი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. დილის შვიდი საათიდან ვარ ფორმაში, ჩემს მეუღლესაც არ ვუნახავვარ მაკიაჟის გარეშე… შეიძლება, სულ ერთი შტრიხი იყოს მაკიაჟის, მაგრამ ყველას სიამოვნებს. რა ხასიათზეც უნდა ავდგე, არ არსებობს, გარეთ მოუწესრიგებელი გავიდე. ეს არის ჩემი რუტინა. მე თვითონ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, სახლშიც აუცილებლად უნდა ვიყო ფორმაში. ხალათი არ მაქვს. ხალათში მე არავის ვუნახავვარ. სულ ვარ ჩაცმული, ძალიან მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, ახალა 80% დადის ბოტასით, მაგრამ ჩემი სტილი არის ქუსლი, მე ეს ძალიან მომწონს“, - ამბობს ნინო მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „არ მჯერა!! ჩემი გამოსვლა ჰოლივუდში უკვე დაიდო“ - ნუცა ბუზალაძე

🔵აპრილის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები