მთვარის კალენდრის მიხედვით, ასტროლოგები 2023 წლის აპრილის თვის ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ თარიღებს ასახელებენ, როცა გამართლებისა და ახალი შესაძლებლობების გაცილებით მეტი შანსი არსებობს:
🔵„დღვანდელი სიზმარი ახდება - ნუ აჰყვებით ემოციებს“ - მიხეილ ცაგარელი
20 აპრილი - ახალი მთვარე
არ გამოტოვოთ ეს დღე: ხელსაყრელი პერიოდია შემოქმედებისთვის, საკუთარი თავის გაძლიერებისთვის, შთაგონებისა და მოტივაციის პოვნისთვის. უყურეთ საგანმანათლებლო ვიდეოებს, გაეცანით ახალ ინფორმაციას და თვითშემეცნება დაიწყეთ. ასევე, მოაწყვეთ რომანტიკული ვახშამი, შეხვდით საყვარელ ადამიანს, შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყოს და მნიშვნელოვანი ცვლილების წინაშე დადგეთ.
21 - 30 აპრილი - მზარდი მთვარის ფაზა
ეს არის პერიოდი, როდესაც ძალის, მოტივაციის, შემართების მატებას ვიგრძნობთ და შეგვიძლია ისეთი საქმეების გაკეთება, რაც, ერთი შეხედვით, რთულად გვეჩვენებოდა, ან მოტივაცია არ გვყოფნიდა, რომ გაგვეკეთებინა. მზარდი მთვარის ფაზა საუკეთესო პერიოდია, რომ ახალი პროექტები, საქმეები დაიწყოთ და საკუთარი თავიც განავითაროთ. თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და წარმატებასაც ნახავთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა! - მაიკო კაჭკაჭიშვილის ტკბილი მოგონება ბნელი 90-იანებიდან
🔵საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება
წყარო: www.beaumonde.ge