Digest Logo

„ჩემს პატრიარქს ანაზღაურების გარეშე ვემსახურებოდი, ბოლოს მითხრა, იმდენი კარგი საქმე გაქვს გაკეთებული, 120 წლამდე იცოცხლებო“ - პატრიარქის პირადი ფოტოგრაფის ბადრი ვადაჭკორიას მოგონებები

1774006967
ბადრი ვადაჭკორია

ქალაქ ლანჩხუთში დაბადებულ ცნობილ  ჟურნალისტსა და ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას ყველა იცნობს, თუმცა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ალბათ, ცოტამ იცის.

ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში არაერთი ქვეყანა და ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მოხვედრილა. ის წლების განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფოტომემატიანე გახლდათ და მისი უწმიდესობის კურთხევით, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა. ის ოთხი საავტორო ალბომის ავტორია.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ფოტოგრაფთან ჩაწერილი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც იგი პატრიარქზე გვიყვებოდა:

- გაიხსენეთ პატრიარქთან ურთიერთობა, რა მნიშვნელოვან დეტალს გაიხსენებდით იმ პერიოდიდან, როდესაც თქვენ პატრიარქის პირადი ფოტოგრაფი იყავით?

მისი ფოტოგრაფობა თავისი სურვილი იყო. მე ჩემს პატრიარქს ანაზღაურების გარეშე ვემსახურებოდი, ყველგან უცხოეთში სადაც კი იყო, მე მიახლებდა ხოლმე. მასთან მუშაობა უადვილესი იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რითაც ძალიან ბედნიერი ვიყავი. 70 წელი რომ შემისრულდა, ჩემი ოჯახით თავისთან მიმიწვია, მითხრა - ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებიო. ბოლოს მითხრა, იმდენი კარგი საქმე გაქვს გაკეთებული, 120 წლამდე იცოცხლებო. 

პატრიარქის ნაკლებად ცნობილი ფოტოები, რომელიც ბადრი ვადაჭკორიას მიერ არის გადაღებული იერუსალიმში:

ინტერვიუს ავტორი: მედეა ლომიძე