Digest Logo

„2026 წლის 20 მარტი – სამყაროს ნამდვილი საჩუქარია!...“ - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

1774006243
თამო შავლიაშვილი

„რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ, რაც გაზაფხულის ბუნიობასა და მას შემდეგ 3 დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ. ასეთი ძლიერი თარიღები ხშირი არ არის! 2026 წლის 20 მარტი – სამყაროს ნამდვილი საჩუქარია!“ - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ფენ-შუის სპეციალისტი, თამო შავლიაშვილი აქვეყნებს.

„💫ახალი ასტროლოგიური ციკლის დასაწყისი

💫შევსების დღე

💫მერკურის რეტროგრადული სვლის დასასრული

💫წარმოუდგენელი სურვილების დღე

❇არსებობს წესი: ახალი ციკლის პირველი დღეები გარკვეული წესით უნდა იცხოვრო - ახალი ეტაპის დასაწყებად მოემზადო.

✍ ქვემოთ მოცემული გაქვთ საქმეების სია, რომლებიც გაზაფხულის ბუნიობის დღეს და მის შემდეგ სამი დღის განმავლობაში უნდა გააკეთოთ.

⭕ 21 და 22 მარტს, ატარეთ მეტი სამკაული ბიჟუტერია, ვერცხლი, ან ოქრო.

🪙 ლითონი ცეცხლის ცხენის წლისთვის ფულის ენერგიას წარმოადგენს.

🌱მოამზადეთ რამდენიმე თქვენი საფირმო კერძი, სასურველია რაიმე გრილზე, ან ღუმელში - ჩვენ მიწის ენერგია უნდა გავაღვიძოთ (ეს ლითონი ელემნტთან მიმავალი ხიდია). ამავდროულად საყვარელ ადამიანებს გაახარებთ

🌱ყოველდღე ჩაეხუტეთ საკუთარ თავს, გააღვიძეთ სიყვარული თქვენში. ასევე კარგია სხვა ადამიანების ჩახუტებაც - 9 ქალისა და 9 მამაკაცის (სწორობა).

🌱დააბალანსეთ თქვენი ენერგია. გააფერადეთ ბუნიობის მანდალა „მზე და მთვარე“.

🪐მადლობა მერკურის, მოქმედების, კომუნიკაციის, მოძრაობის პლანეტას. 20 მარტს ის წყვეტს რეტროგრადულ მოძრაობას და ერთი დღით დედამიწის თავზე გაირინდება. ამ დღეს სამყარო ისმენს ჩვენს ყველა სურვილს და მათ შესრულებაში გვეხმარება. 👉თუ, რა თქმა უნდა, ამ სურვილებს სწორად ჩვუთქვამთ.

💜 არავითარი ეჭვები. დღეს მნიშვნელოვანია პოზიტიურად იფიქროთ, არ თქვათ, ან არ ივარაუდოთ ცუდი რამ - ამ დღეს თქვენი ყველა აზრი შეიძლება სამყარომ მიიღოს, როგორც აღსრულების ბრძანება.

💜 დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. დაუთმეთ რამდენიმე წუთი თქვენს სურვილებზე ფიქრს. გადადეთ ტელეფონი, გამორთეთ ტელევიზორი, ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - იფიქრეთ იმაზე, რაც ნამდვილად გსურთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად და სრულყოფილად იგრძნოთ.

💜 მოთავსდით ზურგით ჯი ფუსკენ (ზურგით სამხრეთ/დასავლეთისკენ) და ფურცელზე დაწერეთ თქვენი სურვილები. ნუ შეიზღუდავთ თავს, იყავით ამბიციური.

💜 სურვილები დაწერეთ იმპერატიული განწყობით („გააკეთე ისე, რომ...“, „მიიღე ჩემთვის...“ და ა.შ.), დააკონკრეტეთ სურვილები: თუ ფული, მაშინ რამდენი, თუ შვებულება, მაშინ სად და როდის.

💜 სურვილებს შემატეთ სიცოცხლე, ნათელი სურათები. დეტალურად აღწერეთ თქვენი ემოციები, როგორ უნდა იგრძნოთ თავი, როცა თქვენი სურვილი ახდება.

💜 დაამატეთ რამდენიმე სუპერ მარტივი სურვილი, რომელთა ასრულებასაც ადვილად შეძლებთ (ვიყიდო შოკოლადი, გავიკეთო ახალი ვარცხნილობა) - აქციეთ ეს პუნქტები რეალობად უახლოეს დღეებში, ასე მთელ სიას მოქმედებაში გაუშვებთ“, - წერს თამო შავლიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ არც სიცოცხლე და ცხოვრება არ იარსებებდა... პატრიარქი ამას თავის თავში ატარებდა“ - თეოდორე გიგნაძე

⭕ „მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება გაამწვავოს აკნე...“ - რას წერს არუნ ხათრი ფსორიაზზე

⭕ მსოფლიო პატრიარქს თბილისში 22 მარტს ელოდებიან - „წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა“