Digest Logo

„ხელ-პირს როდის ვიბანთ და შხაპს როდის ვიღებთ, ხალხმა ისიც კი იცის... მე ეს არ მომწონს“ - რას ამბობს ეკო ფანგანი თანამედროვე ცხოვრებაში სოცქსელების გავლენაზე

1731652027
ეკო ფანგანი

ყველასთვის ცნობილი ტელეწამყვანმა ეკო ფანგანმა  ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. 

როგორც თავად ამბობს,  პირად ურთიერთობებში მთავარი გამართლება და იღბალია. 

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ქალს, რომ პირად ურთიერთობებში გაუმართლოს და სიყვარული შეინარჩუნოს?

– თქვენ ახსენეთ სიტყვა „გამართლება” – მართლაც, პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის.

– თქვენ თუ გაქვთ ან გქონიათ ასეთი ურთიერთობა?

– გგონიათ, რომ ამ შეკითხვას ვუპასუხებ? მსგავს შეკითხვებს პასუხს არასდროს ვცემ, რადგან არ მიყვარს პირადზე საჯაროდ ლაპარაკი. ზოგს ჰგონია, რადგან არ ვლაპარაკობ, რაღაცას ვმალავ, სასაუბრო არა მაქვს… სასაუბრო მაქვს, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს. თანამედროვე ცხოვრებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგებმა, მოიტანა ის, რომ ხელ-პირს როდის ვიბანთ და შხაპს როდის ვიღებთ, ხალხმა ისიც კი იცის. მე ეს არ მომწონს. თუ ჩემზე რაღაც გახმაურებულა, ეს ჩემი მიზეზით არ ყოფილა, რადგან არასოდეს ვახმაურებ იმას, რაც ჩემი და პირადია. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაზე საერთოდ არ მინდა ვინმემ რაიმე თქვას – არც ცუდი და არც კარგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

აპირებს თუ არა თეა გვასალია ტელევიზიაში დაბრუნებას - „17 წლის არიან ჩემი ტყუპები და ამდენივე ხანია, ეთერში არ ვარ…“

ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის პატარა ქალიშვილი ერთი თვის გახდა - რა ფოტოს აქვეყნებს მომღერლის ცოლი

„ხომ ვიძახდი მზის გოგონები არიან -მეთქი“ - ავარიის დროს დაშავებული დების დედა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

წყარო: fortuna.ge