საქართველოს ნაკრების მორაგბე მერაბ შარიქაძე ყველასთვის საყვარელი სპორტსმენია.
მერაბ შარიქაძემ გადაცემა „ამ შაბათ-კვირის“ ეთერში კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა.
„ჩემთვის მიუღწეველი მწვერვალი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა. გამიმართლა, რომ 18 წლის ასაკში მოვხვდი. ფაქტობრივად ჩვენ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. როცა საქართველოს ნაკრების სახელით თამაშობ ეკუთვნი აბსოლუტურად ყველა ქართველს, რომელსაც შენთვის უგულშემატკივვრია. ჩემი ემოციები, განცდები, სენტიმენტები, ეროვნული ნაკრების მიმართ, ახლაც არ დასრულებულა“, - ამბობს მერაბ შარიქაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა კომპონენტები განსაზღვრავს ბავშვის აღზრდის სტილს? - ექიმის რჩევები
⭕ნეკა დოროყაშვილი სოცქსელში ახალ, ცეცხლოვან ფოტოებს აქვეყნებს