Digest Logo

🎥 „ჩემთვის შეარჩია ეს სიმღერა, მე მომერგო და ძალიან მომწონს“ - როგორია „საბავშვო ევროვიზია 2024“-ის მოლოდინები და როდის შეძლებს გულშემატკივარი მხარდაჭერას

1729586383
ანდრია ფუტკარაძე

„საბავშვო ევროვიზია 2024“ წელს მადრიდში, 16 ნოემბერს გაიმართება. მასში 17 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოს კი უნიჭიერესი ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. To My Mom - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ქართველი კონკურსანტი წარადგენს, ავტორი კი გიგა კუხიანიძეა.

როგორია მოლოდინები, როდის შეძლებს ქართველი გულშემატკივარი მხარდაჭერას - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მუსიკის ავტორმა და პატარა მომღერალმა ისაუბრეს.

„გიგამ ზუსტად ჩემთვის შეარჩია ეს სიმღერა, მე მომერგო და ძალიან მომწონს. რაც უფრო გვიახლოვდება კონკურსი, უფრო ვღელავ“, - ამბობს  ანდრია ფუტკარაძე.

სიმღერის ტექსტის ავტორის თქმით, ანდრიას ნამღერი გულთან მოდის მსმენელამდე. 

„როდესაც ანდრია გავიცანი, მივხვდი, რომ მისთვის დრამატული შესრულებაა პრიორიტეტული. სხვა სიღრმე აქვს, თავად იყო ინსპირაცია ამ სიმღერის. გავაკეთეთ ძალიან ლამაზი სიმღერა, ანდრია რომ მღერის გულთან მოაქვს. 

თემატიკა არის დედის სიყვარული, მგონია, რომ ადამიანი არ არსებობს, ვისაც დედა არ უყვარს. ყველასთვის თბილი და სენსიტური გზავნილია“, - ამბობს გიგა კუხიანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მიყვარხართ“ - ლიკა ევგენიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

„ყველაზე დახვეწილი და ელეგანტური ქალი“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 ხელის აწევის და პასუხის შიში - როგორ გადავჭრათ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა მოსწავლეებში