როგორ მოვიქცეთ თუ მოსწავლეს აქვს შიში, რიდი გარკვეულ კითხვაზე პასუხი გასცეს და ხელი აიწიოს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვთა ფსიქოლოგმა მზიკო დალაქიშვილმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები მისცა.
„პირველ რიგში საჭიროა ბავშვი კარგად გავიცნოთ, დავუსვათ შეკითხვები. ყველას სურს შვილი იყოს წარმატებული, რის გამოც წყენა და ბრაზი ჩნდება, ბავშვი ამით პირიქით უფრო ითრგუნება.
აუცილებელია ამ დროს ბავშვთან კომუნიკაცია ემოციების მოთოკვით.
ბავშვმა უნდა შეძლოს აღიაროს მისი შიში, სად გრძნობს თავს დაუცველად და რა აგრძნობინებს ასე თავს“, - ამბობს მზიკო დალაქიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: