ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებს.
„ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასე არასდროს არ ვყოფილვარ. არცერთ შეჯიბრზე არ ვყოფილვარ ასეთ ფორმაში, ასეთი განწყობით. ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული ახლა, ამ მომენტში. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბავშვობიდან, ჩემს მშობლებს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, ჩემს მწვრთნელებს, ყველას, ვინც მხარში მედგა, ძალიან დიდი მადლობა მათ. გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ილია სულამანიძემ.
შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა. ცნობისთვის, ეს ილია სულამანიძისთვის სადებიუტო ოლიმპიადაა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„2000 სოფელი მოვიარეთ, პიპილეთელ მოსწავლეებს ახალი ბიბლიოთეკა ექნებათ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
⭕„ჩემთვის ჩემპიონი ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ილია სულამანიძეს მიმართავს