ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, ტრენერი და ლექტორი ანდრო დგებუაძე ხშირად უძღვება ტრენინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, საჯარო გამოსვლები, გუნდური მუშაობა.
იგი ხშირად საუბრობს მეტამორფოზაზე - პიროვნული ცვლილებისა და თვითშემეცნების მნიშვნელობაზე. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარ თავთან ურთიერთობა, როგორ გამოყონ „ტყუილი საკუთარ თავში“ და გამოავლინონ სიმართლე.
ამჯერად ანდრო დგებუაძე „ცოდნისმოყვარე პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც საინტერესო თემებზე ისაუბრა:
„ყველაზე ლამაზ სიზმარში, ესე იგი რუსთაველს მოვპარავ ამ ხედვას, მგელი და კრავი ერთად ბოჯიალობენ ბალახში, სიმწვანეში და მერე არ ჭამენ ერთმანეთს.
მტრობა არ არსებობს, მტრობა არის დაძლეული, იმიტომ, რომ მე ვხედავ ჩემს თავს. როდესაც მე ვუყურებ სხვას, ვხედავ საკუთარ თავს.
პუტინიც ხართ, ადოლფიც ხართ, ნაპოლეონიც და ყველა უბედურება. ყველაფერი შენ ხარ! ეს გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში აზროვნება არ ხდება. დაპირისპირება ხდება იმაში, რომ მე ჩემს წინ როდესაც ამოუცნობია, არ შემიძლია გავწელო დროში გაუგებრობა, ამიტომ მე რომ ეს სივრცე ამოვწურო ან ნასესხები მცნებებით გავაგრძელებ ცხოვრებას, ან ვიტყვი, რომ არ არსებობს არაფერი და რისი ხოშიც მაქვს ის არის.
- რას ნიშნავს, რომ ჩემი მტერიც მე ვარ?
აიათოლა არის სიმბოლო იმისა, რომ ჭეშმარიტება მოცემულია წინასწარ და ასეა და ვსო. ფუნდამენტალიზმის პრინციპი არის. მეორე მხარეს არის „აღვირახსნილი“ ეგო, რომელიც ამბობს, რომ რეალობა არის ისეთი, როგორიც მე მინდა.
ამ დროს ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ არის ის, რომ რეალობა არის ცეცხლი, რომელიც არის ამათ შორის და ეს არც ერთია და არც მეორე. ეს არის რაღაც შუაში და იმას მაზავთ.
რეალობა არ დგინდება შენი ხოშით, რეალობა არ დგინდება ვიღაცის მცნებით. რეალობა დგინდება იმით, როდესაც შენ განათება მოგივა ტვინში, გაგების აქტი მოხდება და გეტყვი, რაც გაიგე ის ხარ! რაც იცი ის არ ხარ, რაც გინდა ის არ ხარ, მარტო ის ხარ რაც გაიგე.
რეალობა არც ისაა, რასაც ბრძენი ხალხი მეუბნება, გარედან ვერ მოვა ჭეშმარიტება და რეალობა არც ის არის, რაც ჩემს შიგნით ცოცხლობს“, - ამბობს ანდრო დგებუაძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=MqOdBbHOcpM

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ცხვირს ვუყიდე საჩუქრები...“ - ნუცა ბუზალაძე შოპინგის ბლოგს გვიზიარებს