Digest Logo

„ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება - ჯარიმა 500-იდან 1 500 ლარამდეა

1681207952
ჭიაკოკონობაჭიაკოკონობა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჭიაკოკონობის ღამეს“ ნარჩენის დაწვაზე კონტროლი გამკაცრდება, რაც სამართალდამრღვევის 500 ლარიდან 1 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.

მათვე ცნობით, აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები.

„გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არა სახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე  დაგაინტერესებთ:

🔵 გრიპის სეზონი დასრულებულია, ქვეყანაში ცირკულირებს ის ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს და არა ფილტვების ანთებას - ივანე ჩხაიძე

🔵 „ვინ არის ის?! რა ჰქვია მას?! გოლების უყვარს სერია, კარის ბადე ცხელია...“ - მასტერის ახალი სიმღერა „კვარადონას“

🔵 „ყოფილს რომ დაინახავ და სხეულში „ცივი სხივი“ გაგივლის, ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ კიდევ გიყვარს?!“ - მასტერი