„ვინ არის ის?! ოქროს ბიჭი ქართველი, არც დიეგო არც მესია... კარის ბადე ცხელია...“ - დიახ, კარის ბადე ცხელია, როდესაც მეკარესთან პირისპირ, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი, - ხვიჩა კვარაცხელია რჩება.
რეპერმა - გიორგი პავლიაშვილმა, იგივე მასტერმა „ფეხბურთის მხატვარს - კვარავაჯოს“ კვარაცხელიას სიმღერა მიუძღვნა.
როგორც ყოველთვის, საზოგადოება 2 ნაწილად გაიყო. ზოგს მოეწონა მასტერის სიმღერა, ზოგმაც დაიწუნა.
მსმენელმა თავისი აზრი კომენტარებში დააფიქსირა და ზოგიერთმა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს სიმღერა სტადიონზეც აჟღერდეს კვარას თამაშისას.
✍„აუუუუუუუ, სტადიონზე გაასწორებს ეს სიმღერა, მასტერ, მისამღერს რომ ყველა იმღერებს“
✍„ძალიან კარგია, კვარა პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ქართველმა სიმღერა დაუწერა. ნამდვილად ეკუთვნის“
✍„ახლა ამას ჰგონია რომ გაუვარდება უცხოეთში ეს სიმღერა. ჭკვიანი“
✍„ერთი და იგივე სიტყვებია.... აუ, რავი არ მომეწონა“
✍„ბრავო!! ბრავო შენც და ბრავო ხვიჩასაც თავისთავად“
✍„უკეთესი შეიძლებოდა“
✍„არაფერი სიმღერა არა ეს არ გაგიტყდეს“
✍„აღარასდროს იმღეროო... ეს რა ფსკერია ღმერთო“, - ვკითხულობთ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რას უნდა ელოდოთ 25 ოქტომბრის მზის დაბნელებიდან?
🔵„გულდასმით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე“ - მიხეილ ცაგარელი