
ჭიათურაში 10 მაღაროელის პროტესტი გრძელდება. მაღაროელები უკვე მე-3 დღეა შიმშილობენ.
მაღაროელები კარვებში რჩებიან და მოთხოვნების შესრულებამდე საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
მაღაროელები მე-9 დღეა სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ 12%-ით.
„ძალიან რთული სიტუაციაა, იმიტომ რომ არანაირი პასუხები არ გვაქვს კომპანიისგან და მისი ხელმძღვანელობისგან. არანაირ დათმობებზე არ წამოვიდნენ. ჩვენ არსად არ წავალთ, უკან არ დავიხევთ იქამდე სანამ ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, - აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.
კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულია მედიატორი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის გაგზავნილი ჭიათურაში.
ამას გარდა, პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ადგილობრივი ხელისუფლება.