Digest Logo

„ყველა ნაბიჯი კარგად გათვალეთ...შესაძლოა, ვინმეს ქცევამ გაგიცრუოთ იმედი...“ - 17 მაისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

1747478811
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში  17 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

„მთვარის დღე 19 / 20
ფაზა: კლებადი მთვარე თხის რქაში

ვერძი

რთული დღეა. ვერძებისთვის ენერგიის დონე დაბალია, ამიტომ ყველა საქმე გაჭირვებით წავა. ოჯახის წევრების მხარდაჭერა და სითბო დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში. შეამცირეთ აქტიურობა და მეტი დრო გაატარეთ მარტოობაში.

კურო

დღეს სასურველია, კონტაქტები შეზღუდოთ და უფრო განმარტოებულ გარემოში იმუშაოთ. მოუსმინეთ თქვენს აზრებს — შესაძლოა, პასუხი მიიღოთ მნიშვნელოვან კითხვაზე. კარგი დროა შემოქმედებითი ჰობისთვის. ჩაიწერეთ იდეები, რომლებიც 17 მაისს მოგივათ თავში.

ტყუპები

პრიორიტეტი ოჯახური საკითხებია. ისაუბრეთ ახლობლებთან, გაუწიეთ მხარდაჭერა და გადაწყვიტეთ ნებისმიერი დაპირისპირება. წინა გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ. შესაძლოა, ძველი ნაცნობობის წყალობით, დღევანდელი პრობლემა მოაგვაროთ.

კირჩხიბი

დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და პირად საჭიროებებს. შესაძლოა, სურვილი, რომელსაც განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, 17 მაისს ასრულდეს. დაკავდით რუტინული საქმეებით და მოაგვარეთ მცირე საკითხები. დიდი პროექტები გადადეთ.

ლომი

17 მაისისთვის საუკეთესო არჩევანი იქნება მშვიდი და ზომიერი დღე. მეტი დრო გაატარეთ მარტოობაში, მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს და დაგეგმეთ მომავალი. სასურველია, თუ დროს სუფთა ჰაერზე გაატარებთ, ეს დაგეხმარებათ შინაგანი ჰარმონიის აღდგენაში.

ქალწული

ბოლო დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. თქვენ ზედმეტად ბევრი ვალდებულება აიღეთ, ამიტომ ნერვული სისტემა უკვე გადატვირთულია. შეამცირეთ აქტიურობა, გადაინაწილეთ ვალდებულებები და მეტი დრო გაატარეთ განმარტოებაში.

სასწორი

წარმატებული და საინტერესო დღეა. 17 მაისს სასწორებმა უნდა აკონტროლონ ემოციები და უფრო მშვიდად უპასუხონ მოვლენებს. დიდი პრობლემები არ გელით, თუმცა შესაძლოა, მცირე უსიამოვნებები სრულიად მოულოდნელად გაჩნდეს. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა.

მორიელი

მნიშვნელოვანი დღეა სიფრთხილისთვის: შესაძლებელია, რომ შეცდომაში შეგიყვანონ. ნუ ენდობით ყველაფერს, რაც გესმით, გადაამოწმეთ ინფორმაცია. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმ მინიშნებებს, რასაც გარშემომყოფები გაძლევენ. დღის ბოლოს საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთეთ.

მშვილდოსანი

წარმატებული დღეა ძველი რთული საკითხის გადასაჭრელად. არ შეუდგეთ დავებს და ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. უფრო ნაცნობ და მარტივ დავალებებს მიაქციეთ ყურადღება, ეს თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს.

თხის რქა

შეცდომების თავიდან ასარიდებლად, ყველა ნაბიჯი კარგად გათვალეთ . 17 მაისს შესაძლოა, ვინმეს ქცევამ გაგიცრუოთ იმედი. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას: მომავალში თქვენი შეხედულება ამ საკითხზე შეიძლება გადააფასოთ.

მერწყული

დაიკავდით ნაცნობი საქმეებით. ნუ დაიწყებთ ახალს ან უჩვეულოს. დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხებს: დღეს ეს საქმეები გაგახარებთ და განტვირთვას მოგიტანთ. სასურველია, იმუშაოთ დამოუკიდებლად, რადგან სხვების დახმარება შესაძლოა, უსარგებლო აღმოჩნდეს.

თევზები

რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ, იოცნებოთ ნაკლებად და მეტი ყურადღება მიაქციოთ პრაქტიკულ საკითხებს, თუნდაც ეს რთული იყოს. ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ და მოაგვაროთ დაგროვილი პრობლემები. თქვენს ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდება, ამიტომ დრო დაუთმეთ გულწრფელ საუბარს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სისხლის აღების დროს მოუწიათ ჩემებს გადაეკეთებინათ...“ - რა გვარია სინამდვილეში ნანკა გვარი?

🎥 „ჩემს ყველა წარმატებას გიძღვნით თქვენ...“ - გიორგი გველესიანი ირანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა

⭕გელა ბაბლუანი სტალინზე ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს კოსმო ჯარვისი შეასრულებს