თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მოდელ ნელი დოროყაშვილის პროცესი მიმდინარეობს.
მას შემდეგ რაც, დაზარალებულმა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარადგინა ვიდეო ჩანაწერი, სხდომას დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო.
„გიჟივით ყვირის, სისულელეებს ლაპარაკობს“, - უხსნიდა მოსამართლეს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი.
ბასილაშვილი იმ ვიდეო მტკიცებულების გასაჯაროებამ გააბრაზა, რომელიც შეერთებულ შტატებში სასტუმროშია გადაღებული და სავარაუდო ძალადობა ჩანს.
როგორც ნეკა დოროყაშვილი ჰყვება, კადრები მობილურითაა გადაღებული.
მასალაში ბასილაშვილი ჩანს, რომელიც ჩოგნების შეკვრას იღებს და ლოგინში მწოლიარე ქალს ურტყამს.
ისმის ტირილის ხმა. დოროყაშვილი ქმარს ეკითხება, რატომ ძალადობს მასზე ფიზიკურად.
🔵 ასევე დაგაინტერესებთ: