რამდენიმე დღის წინ პეტრე კვარაცხელიას (პეტრე კოლხი) შესახებ დაიწერა, რომ მძიმე სენს ებრძოდა. ამის მიზეზი „ნიკოლოზის კითხვების“ ბოლო გადაცემის ანონსი აღმოჩნდა, სადაც პეტრე კოლხის ინტერვიუდან ამოღებულ ფრაგმენტში ისმოდა მისი სიტყვები, რომ ემზადებოდა ქიმიოთერაპიისთვის.
როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით კოლხს დიაგნოზი დასმული არ აქვს.
მისი თქმით, აპირებს გამოკვლევები ჩაიტაროს უცხოეთში.
„20 დღის წინ კუს ტბაზე ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად და მუცლის არეში გაუსაძლისი ტკივილი ვიგრძენი. ისეთი ტკივილი, რომ გული წამივიდა, შეძახილებიც არ მესმოდა. ვკვდებოდი. ჩემი მეგობრები ისტერიკაში არიან. გამოიძახეს სასწრაფო. არ მინდოდა გადავეყვანე და თავს ვაძალებდი მეთქვა რომ კარგად ვარ. ნემსი გამიკეთეს წამალი დამალევინეს და სასწრაფო გავისტუმრეთ. თუმცა დავხედე ხელებს და სულ თეთრი მქონდა, მეორედ წამივიდა გული. მეორედ გამოიძახეს სასწრაფო და გადამიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში.
ზოგი ამბობდა რომ კენჭის გავლაა, ზოგი ამბობდა, რომ ნაღვლის ბრალია, ზოგს ბრმა ნაწლავი ეგონა. მოკლედ კლინიკაშიც ვიკრუნჩხებოდი ტკივილისგან. რამდენიმე საათი დავყავი კლინიკაში. სისხლის ანალიზი ამიღეს. მითხრეს, რომ შენ არ ხარ ჩვენი პაციენტი და სხვა კუთხით გაესინჯო ექიმებსო. წამოვედი დადარდიანებული. ჭორის დონეზე ექიმებმა თქვეს, სიმსივნური წარმონაქმნია და ახლავე უნდა მივხედოთო.
ბოლომდე გამოკვლეული არ ვარ. თუმცა ორჯერ გამატარეს კომპიუტერში. მეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ისეთი საშიში არაფერია და ამ დროს მე უკვე ქიმიოთერაპიისთვის ვემზადები და გადავიპარსე თავი. საბოლოოდ არ ვიცი რა ხდება. ახლა ვაპირებ უცხოეთში წასვლას და იქაც ჩავიტარო გამოკვლევები. იმდენად დიდი ტკივილები მქონდა კედლებზე გავდიოდი“, – ამბობს კოლხი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მომატებული იქნება შფოთვები და შიშები“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან
წყარო: www.ambebi.ge