ტელეკომპანია იმედზე „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონი დასრულდა. მეგაშოუს გამარჯვებულები ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი გახდნენ.
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ 31 ოქტომბერს დაიწყო.
პროექტის მონაწილე წყვილები იყვნენ:
🔹მომღერალი მანანა თოდაძე და მოცეკვავე ნოდო ჯანიაშვილი;
🔹ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი მიშო ჯავახიშვილი და მოცეკვავე კარინა ლისენკო;
🔹მოდელი და ფიტნესინსტრუქტორი ვანესა გუტიერესი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი;
🔹მომღერალი, ტელეწამყვანი ოლგა პოლიაკოვა და მოცეკვავე მაქსიმ ეჟოვი;
🔹მომღერალი ბაბი კირკიტაძე და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანი;
🔹მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძე და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი;
🔹საოპერო მომღერალი ლადო ათონელი და მოცეკვავე ირა კვიტინსკაია;
🔹მომღერალი თათა გიორგობიანი და მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძე;
🔹მსახიობი გიორგი ცაავა და მოცეკვავე მზია ორველაშვილი;
🔹მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მოცეკვავე ელენე დავითაია;
🔹მსახიობი, ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი და მოცეკვავე ირაკლი ძაძამია;
🔹ტიკტოკერი ალესანდრო კარუზო და მოცეკვავე ანა ბირთველიშვილი.
🔹ჟიურის წევრები იყვნენ - გოჩა ჩერტკოევი, ირაკლი მაქაცარია და სოფო შევარდნაძე.
🔵ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციური კადრები