
წელს Tbilisi Open Air 24 მაისს გაიხსნა. ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა და 24-25 მაისს ტრადიციულად Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე გაიმართა. წინა წლებისგან განსხვავებით, გამომსვლელთა სიაში უცხოელი შემსრულებლები არ ყოფილან. ორი დღის განმავლობაში მსმენელი ქართველი არტისტებისა და მუსიკალური კოლექტივების გამოსვლებს ისმენდა.
25 მაისს ნინო სუხიშვილის მიერ სცენიდან წარმოთქმული სიტყვები ბევრისთვის მოულოდნელი იყო. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა და თქვა რომ ემიჯნებოდა სცენაზე ნამღერ სიტყვებს:
„ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა, დიდება უფალს! ჩვენი დასი ემიჯნება იმ სიტყვას, რომელიც აქ გაჟღერდა, რომელიც მკრეხელური იყო ჩვენი გაგებით. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო - ენა, მამული, სარწმუნოება...“, - თქვა ნინო სუხიშვილმა სცენაზე.
@ami_parask ნინო სუხიშვილმა @tbilisiopenair.2025 -ზე წინა გამომსვლელი, კორძის მიერ ჰომოფობიის დაგმობა, დაგმო როგორც იქ მდგომმა საზოგადოებამ გაიგო, მოგვიანებით ნინომ აღნიშნა რომ ეს კომენტარი, აჩიკო გულედანის მიერ შესრულებულ სიმღერას მოჰყვა ! #tbilisiopenair #festival #sukhishvili ♬ original sound - Ami©️o
ამ ნათქვამმა ბევრი დააბნია, კონკრეტულად ვის გამოსვლას გულისხმობად ნინო სუხიშვილი გაუგებარი აღმოჩნდა. ზოგს ეგონა, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ ნამღერი ტექსტები არ მოეწონა, ზოგს - სხვა ვერსია ჰქონდა. „კვირის პალიტრა“ არტისტს დაუკავშირდა.
მათი ინფორმაციით, ნინო სუხიშვილმა ზემოთ აღნიშნული სიტყვებით, არჩილ გულედანს და მის ბენდს „მწვანე ოთახს“ მიმართა:
„ჩემს ნათქვამში იგულისხმებოდა არჩილ გულედანის ნამღერი სიმღერის ტექსტი, და გთხოვთ, მეტი შეკითხვით ნუ შემაწუხებთ, შეუძლოდ ვარ, გავცივდი გუშინ“, - თქვა ნინო სუხიშვილმა.
როგორც გაირკვა იგი გულისხმობდა „მწვანე ოთახის“ საკმაოდ ძველ სიმღერას - MAMA, რომელიც იუთუბიზე ჯერ კიდევ 2013 წელს არის ატვირთული. სიმღერის ტექსტი რამდენიმე არაეთიკურ ფრაზას შეიცავს, ნახსენებია „ჯვრები“ და „შავი ჯიპები“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გილოცავ საქართველო...“ - კირა გაბუნია დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს
წყარო: kvirispalitra.ge