Digest Logo

„ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ვანო ჯავახიშვილი

1662053832
ვანო ჯავახიშვილი

იუმორისტი ვანო ჯავახიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხიდან“ მისი გუნდის წამოსვლის მიზეზებზე  არხის  მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ მას თავისი გუნდის 70%-ის გაშვების შემთხვევაში შესთავაზა არხზე დარჩენა, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

იუმორისტი „მთავარი არხის“ განცხადებას მისი გუნდისთვის ზიანის მიყენების მცდელობასა და უნამუსობას უწოდებს:

„გავეცანი „მთავარი არხის“ განცხადებას ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რომ არ იქნებოდა კარგი შიდა ამბების გარეთ გამომზეურება, უბრალოდ ახლა ვთვლით რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა. სიმართლე ის არის, რომ ფინანსური კრიზისის გამო არხზე ჩვენი გადაცემები მართლა დაიხურა („ვანოს შოუ“, „ახალი შაბათის შოუ“, „მთავარი ბიჭები“, „მთავარი გოგოები’’) და არხზე დარჩა ისეთი გადაცემები, რომლებსაც სპონსორები ჰყავდათ. სამი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აბსოლუტურად უხელფასოდ და ერთი წამითაც არ გაგვიჩერებია ეთერი. ჩემი გუნდის თანამშრომლები ჩაცვივდნენ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, დავალიანება დღემდე დავალიანებად დარჩა, იმის მიუხედავად, რომ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ჩვეულებრივად იღებენ ანაზღაურებას.

რაც შეეხება მთავარი არხის შემოთავაზებას, არხმა შემოგვთავაზა შემდეგი: მხოლოდ დარჩენს „ვანოს შოუ“, ხოლო დანარჩენი გადაცემები დაიხუროს. ეს ნიშნავდა იმას რომ გუნდის 70% სახლში უნდა გაგვეშვა, ის ადამიანები რომლებიც მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და ბოლომდე მოგვყვებოდნენ. ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც არც ერთი წამით არ იხევდნენ უკან, როცა არხს გასაჭირი ჰქონდა. რა თქმა უნდა ჩვენმა გუნდმა ერთიანობა ამჯობინა და ამიტომ დავთანხმდით ისეთ შემოთავაზებას, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გუნდი მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა. „მთავარი არხის“ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთ ხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ „მეგობარო“ ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი“, - წერს ვანო ჯავახიშვილი.

ცნობისთვის ვანო ჯავახიშვილმა „ტვ პირველზე“ გადასვლის შესახებ საზოგადოებას ასე ამცნო:

როგორც იცით მთავარ არხზე ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს“.

საპასუხოდ „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს ჰქონდა ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მათ ადმინისტრაცია იმავე პირობებს ვერ შესთავაზებდა, რაც ძველად ჰქონდათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„არ ღირს ხელმძღვანელებთან კამათი, უმჯობესია დავის გარეშე შეასრულოთ ყველა დავალება და არ ჩაებათ არასასურველ კონფლიქტში“ - მიხეილ ცაგარელი

🔵„ისრაელში წერენ, რომ სასწაული მოხდა... იმედი არავის ჰქონდა, რომ გადარჩებოდა“ - დათის მამა შვილის ჯანმრთელობაზე

🔵„გამომიყენეს, ბევრისგან მეტკინა გული… პატარა ასაკში მასწავლეს ჭკუა, რომ ადვილად არავის უნდა ენდო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი