Digest Logo

„ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი, სწორედ სულიწმიდის მოხვეჭაში, სულიწმიდის ძალის მოპოვებაში მდგომარეობს“ - მეუფე შიო

1749379893
მეუფე შიო მეუფე შიო

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა უკვე დასრულებულია.

სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა.

„ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე ჰიპოსტასი, გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის ქველმოქმედების მთავარი აზრი? ძვირფასო ძმებო და დებო, ის სწორედ სულიწმიდის მოხვეჭაში, სულიწმიდის ძალის მოპოვებაში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი ის სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან, ამინ“, - განაცხადა მეუფემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! მის ძალიან დიდ გულს გაუმარჯოს! და მერე ამ გულზე დატანილ მნიშვნელოვან მესიჯს, ერთიანი საქართველოს სახით!“ - ჟურნალისტი

⭕„ნუ დარჩებით მარტო სახლში“ - 8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

🎥 ნანუკა გულუას სამშობიაროში მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია ესტუმრა - რა ვიდეოს აქვეყნებს მსახიობი