
მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ორგანიზაციის სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო’მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.
მერაბ დვალიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თათია ზუხბაია წერს და მას გამარჯვებას ულოცავს:
„მერაბ დვალიშვილს გაუმარჯოს! თანამედროვე საქართველოს, ელჩს, სპორტის, პოლიტიკის, დიპლომატიისა და სახალხო ურთიერთობების გადაკვეთის წერტილზე.
მის ძალიან დიდ გულს გაუმარჯოს! და მერე ამ გულზე დატანილ მნიშვნელოვან მესიჯს, ერთიანი საქართველოს სახით!
ვანს გაუმარჯოს!
გამარჯვებას გაუმარჯოს!
ჯოს!
ჯოს!
ჯოს!“, - წერს თათია ზუხბაია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕დათო ოქიტაშვილის შვილი დაოჯახდა - „ესაა ჩემი სიმდიდრე“
⭕„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
⭕„ნუ დარჩებით მარტო სახლში“ - 8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან