
თურქეთის მოსახლეობა მასიურად ჩადის ბათუმში, რათა იქ „აიფონ-14“ შეიძინონ. საქმე ისაა, რომ საქართველოში ახალი სმარტფონის ფასი თურქეთის ფასზე 15 000 ლირით (2 100 ლარით) იაფია. ამის შესახებ ensonhaber.com იუწყება.
თურქეთში ტელეფონის მაღალი ფასი ლირის გაცვლითი კურსის და მაღალი გადასახადებით აიხსნება. თუ თურქეთში ახალი აიფონის ფასი 39-იდან 49 თურქულ ლირამდეა (5500 – 6150 ლარია), საქართველოში მისი შეძენა თითქმის ორჯერ იაფად არის შესაძლებელი.
ამასთანავე, იმისთვის, რომ თურქეთის ფარგლებს გარეთ შეძენილმა ტელეფონმა ქვეყნის შიგნით იმუშაოს, აუცილებელია საზღვარზე IMEI კოდის დარეგისტრირება. ამის გამო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უზარმაზარი რიგი დგას, სადაც ადამიანები თავის რიგს საათობით ელოდებიან. რამდენიმე მათგანმა უჰაერობის გამო გონება დაკარგა და მათ სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდათ.
IMEI კოდის რეგისტრაცია თურქეთში ფასიანია და 2023 წელს მისი ღირებულება 6 ათასი ლირა (850 ლარი) გახდება.