Digest Logo

COVID-19-ის დადასტურების მიუხედავად, კავკასიის უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოცდებზე მისვლას აიძულებს

1603698104
კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტში COVID-19-ის შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებაში მისვლას აიძულებს, ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

უნივერსიტეტში ინფიცირების რისკი მაღალია, რის გამოც სტუდენტები გამოცდის გადადებას ან მის ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ითხოვენ.

სტუდენტების მტკიცებიოთ, სასწავლო დაწესებულების რამდენიმე სტუდენტს ვირუსის სიმპტომები აქვს, რის გამოც ისინი შიშობენ, რომ კორონავირუსი მათაც გადაედოთ.

„გოგოს დაუფიქსირდა და უკვე საკმაოდ დიდ კონტაქტებზეა საუბარი, საშიშია, შესაძლოა დიდი კლასტერი შეიქმნას, სხვებსაც აქვთ გარკვეული სიმპტომები, სიცხე, სისუსტეები, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიაროთ უნივერსიტეტში, რადგან ახლა გვაქვს გამოცდები, ჩვენ თავისუფალი ნება არ გვაქვს, რომ არ მივიდეთ, ამის უფლებას უნივერსიტეტი არ გვაძლევს, ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება." - ამბობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი.

„დაიჯესტი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას შეეცდება, იმის გასარკვევად აპირებს, თუ არა უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სასწავლო პროცესსში ცვლილებების შეტანას.