Digest Logo

„დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან ნელ-ნელა გაივლის“ - რას ამბობს პედიატრი თეიმურაზ მიქელაძე

1705339471
თეიმურაზ მიქელაძე

პედიატრ თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, ქვეყანაში თებერვლის ბოლოდან გრიპის ვირუსის შემთხვევები მოიკლებს.

როგორც ექიმი აცხადებს, რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და მარტის ბოლოდან ვირუსი ნელ-ნელა გაივლის. 

„გრიპის შემთხვევებით, [სხვა სეზონებთან შედარებით] მეტი ადამიანი მოგვმართავს, მაგრამ, რაოდენობრივად, იგივე მომართვიანობაა, რაც შარშან ან 5 წლის წინ იყო. მთელი გრიპის სეზონზე დასნებოვნდება მთელი მოსახლეობის 25%-იდან 35%-მდე და იმ 35%-ში ჩვენც ვიქნებით.

რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. იგივე ხდება ევროპის კონტინენტზეც. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ახლა გრიპი ვრცელდება.

დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან მოიკლებს შემთხვევები და მარტის ბოლოდან, ნელ-ნელა, გაივლის, როგორც ეს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში ხდება. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება“, - აცხადებს ექიმი „რუსთავი 2“-თან საუბარში. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვისი ბრალია ეს ავტოსაგზაო შემთხვევა?“ - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში

„ახალგაზრდა გოგო ვიყავი, მამა გვერდით არ მყავდა და მაშინ ასეთ რამეებზე არ ვფიქრობდი“ - რას ჰყვება თამარ ივერი

„ყველაზე ლამაზი“ - ანუკი არეშიძე ლურჯ კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურება