Digest Logo

🎥 „დაანთე სანთელი და უთხარი ნათელში იარე, შვილო, გათავისუფლებო“ - ლაურა რეხვიაშვილის დისა და დედის დაუჯერებელი ისტორია

1715192186
ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილ დაზე დაუჯერებელი ისტორია გაიხსენა.

„ჩემს დას თანდაყოლილი სისხლძარღვის პრობლემა ჰქონდა. გართულდა და მაინც ამით გარდაიცვალა. 

ის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ბრძოლაში მოკვდა. რაღაც პერიოდში გარდაცვლილების მხარეს საუბრობდა, დროის რაღაც მონაკვეთში აქეთ მხარეს.

თავად გვითხრა, ღამეებს ნუ მითენებთო. მე ამდენი დღის მერე, ამ დღის ამ მონაკვეთში დავტოვებ აქაურობასო. ადამიანი სულს ებრძოდა. 

მაგრამ თქვა, თუ წასვლა გამიჭირდა, დედა შენ უნდა გაათავისუფლო ჩემი სულიო. დედამ უთხრა, როგორ უნდა შევძლო ესო და ასწავლა, დაანთე სანთელი და უთხარი ნათელში იარე, შვილო, გათავისუფლებო. ეს რიტუალი შესრულდა“, - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.