Digest Logo

„დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა,სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“ - ალექსანდრე წულაძე

1739695783
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის - გუშინ ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ამ განუზომელი ტკივილისა და ემოციების გადმოსაცემად სიტყვები უძლურია.

ვუსამძიმრებ და მძიმე წუთებში გულითად თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩვენი მოსწავლეა – ეს ტრაგედია ჩვენთვის და სრულიად საზოგადოებისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია. სამძიმარს ვუცხადებ სკოლას, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნულია მინისტრის წერილში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბავშვები კარის მეზობლები იყვნენ ძმაკაცობდნენ, ხალხმა რომ გავიგეთ, ყველა დავნაწილდით და ვეძებდით, თავისმა ბაბუამ ამოიყვანა“ - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე

⭕„სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია, ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს“ - შალვა პაპუაშვილი

🎥 „გიორგუნას მეძახიან“ - ჯგუფი „ურსა“ ახალ სიმღერას გვიზიარებს